"ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მაჟორიტარობის კანდიდატები იმერეთშიც წარადგინა. ამ მიზნით დღეს ქუთაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა.
მისი განცხადებით, იმერეთშიც, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში ყველაზე მწვავედ უმუშევრობის პრობლემა დგას, რის გამოც ამ რეგიონების საკრებულოების კანდიდატების პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
"ქალაქმა პრაქტიკულად დაკარგა ფუქნცია, როცა აქ ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა, წარმოება შეჩერდა. ამიტომ ქუთაისისთვის დასაქმება, სამუშაო ადგილის შექმნა და მრეწველობა პრიორიტეტულია, რაც მისი ტრადიციული ფუნქციის აღდგენასაც უკავშირდება. უახლოეს წლებში ჩვენ გავაგრძელებთ ყველა, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რომელიც დაეხმარება ამ ქალაქს საქართველოს მეორე დედაქალაქად ჩამოყალიბდეს", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.