ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთის შემოჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის აღდგენა ნულიდან დაიწყო.
"ნება მომეცით ორი სიტყვით მოგახსენოთ საქართველოში არსებულ იმ ვითარებაზე, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ შეიქმნა - საქართველომ პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო ქვეყნის აღდგენა, რადგან რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ჩვენი ინფრასტრუქტურა. დაანაწევრა ქვეყანა რამდენიმე ნაწილად და შემდეგ და იქ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები გახსნა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების გატარებას. დარწმუნებული ვარ საქართველო ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც არასდროს ყოფილა", - განაცხადა ცისკარიშვილმა დღეს, ევროსაბჭოში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობს.