გადაუღებელი წვიმების გამო მეწყერი ამჯერად თელავის რაიონის სოფელ შალაურში ჩამოწვა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მეწყერმა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა, რის გამოც 300-ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მოსახლეობის წყლით მომარაგება ალტერნატილი გზების მეშვეობით მოხდება.
რაც შეეხება თავად დაზიანებულ წყლის სათავე ნაგებობას, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ძლიერი წვიმების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაიტბორა ყვარელშიც.
რაც შეეხება ინწობის ხიდს, რომელსაც ძლიერმა წვიმამ გუშინ ერთი საყრდენი ბოძი გამოაცადა, მისი აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.