"დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ ადრე დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დასცინოდნენ, დღეს უკვე მთლიანდ ქვეყანას დასცნინიან. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, "თბილისი - მარიოტში" გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე ისაუბრა.
ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა "ლეიბორისტულ" პარტიას დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ქართულმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ ქვეყანას თავად უნდა უშველოს.
"ქართველებს ყველაფერში გვიყვარს პირველობა და ეს რაღაც თვალსაზრისით კარგია, მაგრამ ამჯერად ჩვენ პირველები ვართ მსოფლიო მასშტაბის ტყუილში და ამას ისეთი ავტორიტეტული გამოცემები წერენ როგორიც ბრიტანული "თაიმსია". ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელია, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ როგორ შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ "მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსების რეაქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ადრე დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დასცინოდნენ, დღეს უკვე მთლიანდ ქვეყანას დასცნინიან.
"დაგვცინიან ყველას, რადგან ვერ ხვდებიან როგორ ვუძლებთ ყოველივე იმას რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.