საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს.
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის პარტნიორობა და იმედი გვაქვს, პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შესძლებს. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება, ისევე როგორც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.