მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს ვენესუელისთვის ახლის დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის მიერ ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმები და ღრმა შეშფოთება გამოთქვა. „დღეს დილით შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტი ჩაიდინა, რაც ღრმა შეშფოთებისა და დაგმობის საგანია. გამოვდივართ რა იქიდან, რომ ყველა პარტნიორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტ...
სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და ქვეყნის მთავარი პორტი დაბომბეს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. გავრცელებული ცნობით, დარტყმები განხორციელდა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელი...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების განხორციელება რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ამის შესახებ CBS News-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. „პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის სამხედროებს ვენესუელაზე სახმელეთო დარტყმების დაწყების ნებართვა ოპერაციის დ...
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 დეკემბერს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტე...
ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელამ შეერთებული შტატების მხრიდან „სამხედრო აგრესიის“ შესახებ განაცხადა, - ნათქვამია მადუროს მთავრობის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშ...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ვენესუელაში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ მედიასაშუალებები იუწყებიან. ასევე ინფორმაციას X-ზე ავრცელებს CBS News-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ჯეიკობსი „აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში არსებუ...
ვენესეულას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს. „ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ“, - წერ...
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა. თვითმხილველებმა ქალაქის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი შენიშნეს. აფეთქებების შემდეგ ქალაქის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ელექტროენერგია გა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ისრაელის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. "სა...
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონშ...
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 95 დრონით შეუტია, რომელთაგან უკრაინელებმა 80 ჩამოგდეს ან ჩაახშეს. უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაახლოებით 60 „შაჰედის“ ტიპის იყო. 15 უპილოტო საფრენი აპარატის ზემოქმედება 8 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ასევე დრონების ნამსხვრევები ჩამ...
პარასკევს, 2 იანვარს, მექსიკაში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი გერეროს შტატში, სოფელ სან მარკოსთან ახლოს მდებარეობდა. მედიის ცნობით, ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში იგრძნობოდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მსხვერპლი, 60 წლის კაცი, ბინიდან ევ...