ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • საქართველოში COVID-19-ის 1 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში COVID-19-ის 1 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი დადასტურებული შე...

    14 მაისი 2021, 11:06
  • შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა

    შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწე...

    14 მაისი 2021, 11:04
  • კახა კუჭავა ფრაქცია

    კახა კუჭავა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს ხვდება

    პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხება. „დავარქვათ, რომ გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ „ლელოს“, არ...

    14 მაისი 2021, 10:48
  • აშშ-ში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ნებადართული იქნება ნიღბის გარეშე გადაადგილება

    აშშ-ში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ნებადართული იქნება ნიღბის გარეშე გადაადგილება

    შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გადაწყვეტილებით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ნებადართული იქნება ნიღბის გარეშე გადაადგილება.  პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიულოცა ამერიკელებს ეს "შესანიშნავი დღე". ამ დღის აღსანიშნავად, ბაიდენმა ოვალურ ო...

    14 მაისი 2021, 10:40
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ოფისებში სადეზინფექციო სამუშ...

    14 მაისი 2021, 10:30
  • შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

    შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1864 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდე...

    14 მაისი 2021, 10:28
  • საქართველოში +35 გრადუსამდე დათბება

    საქართველოში +35 გრადუსამდე დათბება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 14 მაისს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, 15 მაისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერ...

    14 მაისი 2021, 10:26
  • იაპონიის ექიმთა გაერთიანება ხელისუფლებას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

    იაპონიის ექიმთა გაერთიანება ხელისუფლებას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

      იაპონიის ექიმთა გაერთიანება მოუწოდებს მთავრობას, გააუქმოს ტოკიოს ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო. გაერთიანების წევრებმა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს. "ეს სპორტსმენებისთვის რთული იქნება, მაგრამ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ თამაშები უნ...

    14 მაისი 2021, 10:23
  • ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი იპოვეს

    ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი იპოვეს

    ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მაღალი სართულიდან გადმოხტა ან გადმოვარდა. შემთხვევა დილით 6 საათზე მოხდ...

    14 მაისი 2021, 10:07
  • საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტები გამოავლინა

    საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტები გამოავლინა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მ...

    14 მაისი 2021, 10:05
  • ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

    ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

    2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართ...

    14 მაისი 2021, 10:04
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

    დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამ...

    14 მაისი 2021, 09:56
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტ...

    14 მაისი 2021, 09:41
  • ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორში რადიაციის დონე გაიზარდა

    ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორში რადიაციის დონე გაიზარდა

    ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორში, რომელიც ფოლადის სარკოფაგის ქვეშ არის მოთავსებული, რადიაციის დონე გაიზარდა. იუწყება სააგენტო Reuters-ი ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მეცნიერებზე დაყრდნობით. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა განადგურებულ ბირთვულ რეაქტორშ...

    14 მაისი 2021, 09:37
  • გაეროს უშიშროების საბჭო 16 მაისს განიხილავს ისრაელსა და ღაზის სექტორზე არსებულ ვითარებას

    გაეროს უშიშროების საბჭო 16 მაისს განიხილავს ისრაელსა და ღაზის სექტორზე არსებულ ვითარებას

    გაეროს უშიშროების საბჭო 16 მაისს განიხილავს ისრაელსა და ღაზის სექტორზე არსებულ ვითარებას. ამის შესახებ  გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. "გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება, რათა განიხილოს ისრაელსა და ღაზაში შექმნილი ვითარება. აშშ გააგრძელებს დიპლ...

    14 მაისი 2021, 09:26