გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამმა მაღალჩინოსანმა, მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის ვარაუდით, კიევზე კონტროლს რუსეთის ძალები რამდენიმე დღეში დაამყარებენ. მათი ცნობით, კიევის დაცემით, უკრაინის წინააღმდეგობის განეიტრალებას, რუსეთი მალევე მოახერხებს. ამერიკელი მაღალჩინოსნ...
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლ...
რუსეთს პუტინის აგრესია დაუჯდება მძიმე ფასად ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. როგორც ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს სურს აღადგინოს რუსეთის იმპერია, ყველა საშუალებით, რომ შეცვალ...
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 დაშავდა. უწყების ცნობით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. ამავდროულად, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა საავადმყ...
შეერთებული შტატები ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს რანგით მეორე დიპლომატს აძევებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატის გაძევების საპასუხო ზომაა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონმა რუსული მხარე აღნიშნულის თაობაზე გუშინ გააფრთხილა და დი...
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს. ახალი სანქციები შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ 58 ადამიანს და სუბიექტს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებს და მათ ოჯახებს, კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერს" და მსხვილ რუსულ ბანკებს. ...
არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადი, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ფეისუქის გვერდზე დაწერა. „სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლ...
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად გეგმავს, რუსეთს ეკონომიკას დააკისროს სერიოზული საფასური, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე ...
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა რუსეთი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშოს. იტყობინება CNN ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით. SWIFT-ი საერთაშორისო გადახდების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მსოფლიოს მასშტაბით. ამ სისტემიდან რუსეთის გათიშვა ფინანსური ინსტუტიტებისთვი...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიაღწიეს მიზნებს, რომლებიც დასახული იყო უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს. "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარების ჯგუფებისთვის ამ დღისთვის დაკისრებული ყველა დავალება წარმატებით დასრულდა", - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა...
უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა, სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წე...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა. "ეს უფლებამოსილება სრულად მოგვცემს შესაძლებლობას, გავთიშოთ რუსული ბანკები დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან... ჩამოვართვათ მას წვდომა ფუნტ სტერლინგებთან და დიდი ბრიტანეთის მეშვეობით გადახდების განხორციელებასთან. რამდენადაც რუსე...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იძულებითი ზომა იყო და მოსკოვს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. "აი, ეს არის მთავარი, გასაგები რომ იყოს: ის, რაც ხდება [უკრაინაში] - იძულებითი ზომაა. ჩვენ უბრალოდ არ დაგვიტოვეს არანაირი შანსი სხვაგვარად გვემოქმედა", - გა...
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. იტყობინება უკრაინული სააგენტო Unian-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველ ალენა შევცოვას განცხადებაზე დაყრდნობით. შევცოვას განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას. "რუსებმა დაიკავეს ჩერნ...
ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით: "არა ომს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს". დემო...