ისრაელსა და ღაზას შორის ომის დაწყებიდან პირველად გაიხსნა ქერემ შალომის სასაზღვრო პუნქტი. ეს პუნქტი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისთვის 7 ოქტომბრის შემდეგ დახურული იყო. ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების ყოველდღიურ რაოდენობას, რო...
ღაზის სექტორიდან ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს ადგილობრივი მოსახლოება როგორ იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას პირდაპირ სატვირთო ავტომობილებიდან, რომლებიც ღაზაში რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიან. ადამიანები სატვირთო ავტომობილებიდან გზაზე ყრიან საკვებ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭიროებებით...
უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეში აქციაზე გამოვიდნენ მარიუპოლის დამცველი 200-მდე სამხედრო ტყვის ოჯახების წევრები ტყვეების გაცვლის პროცესის დაჩქარების მოთხოვნით. ასეთივე აქცია გაიმართა კიევშიც. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, სამხედრო ტყვეების გაცვლა ბოლოს ივნისში შედგა. მათი ცნობებით, რუსების ტყვეობ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბელგრადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ახორციელებს დაკვირვებას. მასთან ერთა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა&nbs...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზი ღრმად არის შეშფოთებული ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო. კატრინ კოლონას თქმით, საფრანგეთს მიაჩნია, რომ ისრაელსა და ღაზას შორის „დაუყოვნებელი ზავი“ აუცილებელია. მისი განცხადება ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებას ...
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ფინეთს შორის ყველა დავა დიდი ხანია მოგვარებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან ერთად ეს პრობლემები გაჩნდება. ”ადგნენ და შეიყვანეს ფინეთი ნატო-ში. გვქონდა თუ არა რაიმე დავ...
89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოსელიანის ახლობლები ადასტურებენ. ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956...
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებები ნატო-ს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ სრული სისულელეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა. "მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენსაც ესმის ეს. ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა, რათა გაამართლოს მისი მცდარი პოლიტიკა რუსეთის მიმართ&q...
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, უმრავლესობა დაკარგოს. იუწყება Reuters-ი. არჩვენები განიხილება, როგორც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და სერბეთის პოპულისტური პროგრესული პარტიის მცდელობა, უზრუნველყონ ხელისუფლებაში კიდევ ოთხწლიანი ვადა მასობრივი პროტესტების შემდეგ,...
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის ბაჰრეინსა და კატარში ჩავა. ამის შესახებ ოსტინი სოციალურ ქსელში წერს. ოსტინი აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეგიონული უსაფრთხებისა და სტაბილურობისათვის ამერიკის მხარდაჭერას. “მივემგზავ...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი და გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ღაზაში ცეცხლის მდგრად შეწყვეტას ითხოვენ. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გზა გავუხსნათ ცეცხლს მდგრად შეწყვეტას, რაც მოიტანს მდგრად მშვიდობას. რაც უფრო მალე მოვა, მით უკეთესი, სა...
ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, ჩვენი დაღუპული ვაჟებისა და ქალიშვილების სახით, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი ო...
ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. იუწყება BBC ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა. დიდმა ტალღებმა გემი ჩაძირა, რის შედეგადაც 61 ადამიანი, დაიხრჩო, მათ შორის არიან ბავშვები. ლიბია არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მიგრანტები...
ღაზის სექტორის სამხრეთში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე ვრცელდება. მათი ცნობით, დიპლომატი 13 დეკემბერს დაიღუპა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციშია აღნიშნული, ის ღაზის სექტორის სამხრეთით რაფახში ისრაელის ძალების დაბომბვის შედ...