ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრმა ბექა ვარდოსანიძემ რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. ვარდოსანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექნიკა ჩამოართვეს. "დასამალი არაფერი არა მაქვს... ტექნიკური საკითხია. ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ე...
თბილისში ე.წ აეროპორტის დასახლებაში, შელაპარაკებების ნიადაგზე, ასაკოვანი კაცი მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია. ადგილობრივების ინფორმაციითვე, დაკავებულია შუახნის კაცი.
უკრაინის მიერ რუსეთისგან დღეს დაბრუნებულ ტყვეებს შორის ქართველი ზაქრო ნონიაშვილიცაა. ინფორმაცია ოჯახის წევრების თანხმობით სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაცით, ზაქრო ნონიაშვილი რუსეთის ტყვეობაში 1 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. https://www.facebook.com/ndalakishvili/posts/pfbi...
ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქალი ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-მ გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაიწყო. სხვა დეტალები უცნობია.
ევროპულმა ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება უკრაინას სულ მცირე 21 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შ...
ენკენი ფილმსის დრამა Light Falls “სინათლის დაცემა” 4 ქვეყნის თანა-წარმოებაა (საქართველო, ალბათენი, საბერძნეთი, გერმანია), რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები, ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია, რომელსაც ჰოლივუდში ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი ი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76-ის ჩამოსაგდებად გამოყენებულია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტი". პუტინის თქმით, ამ დასკვნამდე რუსეთის საგამოძიებო უწყება მივიდა. "საბოლოოდ დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკული &qu...
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6818 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.36 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ო...
ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შეხვედრა სიტყვით გახსნა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორ...
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. „შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომ...
ჩემი გუნდის კონტურები უკვე დიდი ხანია, გამოკვეთილია. მნიშვნელოვანი ბირთვიც ჩამოყალიბებულია, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტვ პირვლის ეთერში განაცხადა. გვარამიას თქმით, მისთვის პრიორიტეტს ის ახალი სახეები წარმოადგენენ, რომელთაც საკუთარ სფეროში წარმატებას მიაძღწიეს. ...
„კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შესაბამის კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელებისთვის, რომელთა საქმი...