საქართველოში ახალი საქმელმოქმედო ფონდი `თანადგომა" დაფუძნდა. მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავის, ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის ფონდი უკვე ერთი წელია, რაც ჩამოყალიბებულია, თუმცა მუშაობას ოფიციალურად 17 დეკემბერს დაიწყებს. 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება. ...
დღეს, 7 დეკემბერს, ევროსასამართლოში გაიგზავნა სარჩელი სახელწოდებით "დაჩი ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ". მოძრაობა "7 ნოემბერის" წევრი ხელისუფლებისაგან კომპენსაციის სახით 3 მილიონ ევროს ითხოვს. ცაგურიას ადვოკატის მამუკა ნოზაძის მტკიცებით, 15 ივნისს, როდესაც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ...
ხვალ, 8 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე საქართველოს ახალგაზრდა იურიუსტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აწყობს ღია კარის დღეს. თემა _ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება! თუ გსურთ მიიღოთ უფასო კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გთხოვ...
საქართველოს და სომხეთს ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ, _ ამის შესახებ სომხური მედია ევროპელ დიპლომატზედაყრდნობით იუწყება. მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატი ანონიმურობის პირობის დაცვით აცხადებს, რომ სომხეთის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე 2010 წელს დაიწყება და ნა...
გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დასუფთავების აქციები გრძელდება. სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს ინიციატივით ავტობანის დასუფთავება გორის რაიონის სოფელ ბერბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაში გორი...
8 დეკემბერს 11:00 საათზე ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ავჭალაში ორი ახალი ავტოგასამართი სადგურის საზეიმო გახსნას უმასპინძლებს. ცერემონიალის საპატიო სტუმრები იქნებიან უმსხვილესი ევროპული ბანკის BNP Paribas, Geneva -ს წარმომადგენლები. BNP Pარიბას-ი ევროპის საბანკო და საფინანსო სექტორის ლიდერია და მსოფლიოს ...
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ღვთის მსახურთა დევნა და ცილისწამება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დაუშვებელია, ის რაც რაც მასმედიისა და ი...
7 დეკემბერს, მარტვილში მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ვინაიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასატარებლად შენობის გამოყოფაზე უარი თქვა, დამფუძნებელი კონფერენცია ღია ცის ქვეშ, მოძრაობის რაიონული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. „როდესაც გაზაფხულზე ...
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია მუშაობას უცხოეთის ქვეყნებშიც გეგმავს. როგორც კომისიის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი თემების დამუშავება და საქართველოს ფარგლე...
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ნათელა ასაბაშვილი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამმართველოს უფროსმა გიორგი კოდოშვილმა გან...
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი ქართველი მოზარდი გიორგი არჩვაძე ჰყავს დაკავებული. სახალხო დამცველი მოითხოვს გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ...
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი შენობის რეკონსტრუქციის პერიოდში იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოპერის პრესამსახურიდან აცნობეს, პროექტი გულისხმობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავების აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მომზადე...
პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიის რიგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება, _ ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მან მიმართა კომისიის წევრებს შეიკრიბონ 10 დეკემბრისთვის, გად...
გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, 13 წლის მაკა ზირაქაშვილი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ წინ მოათავსეს. `თავდაპირველად ექ...
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე IX-X საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი `სანაგირე~ ინგრევა. ჩამოქცეულია ჭერი და მთლიანად დარღვეულია კედლები. სავალალო მდგომარეობაშია კელიები და საიდუმლო განძთსაცავიც. დარღვეულია ასევე ძირითად ტაძარზე მიშენებული დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია. ...