ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის განცხადებას გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ავრცელებს. „ბოლო დროს იზრდება პოლიტიკური შუღლი და თავდასხმები. სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია...
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი თანამზრახველების სისხლიანი დანაშაულები პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „სისხლისმსმელი ბარბაროსი და ბანდიტი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც რეგიონი და მთელი მსოფლიო კატა...
აშშ-ში განაცხადეს, რომ თუ „ჰამასი“ მიიღებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ მრავალფაზიან ზავის გეგმას ღაზაში ომის დასასრულებლად, ის მოელის, რომ ისრაელიც დათანხმდება. „ეს იყო ისრაელის წინადადება. ჩვენ ველით, რომ თუ „ჰამასი“ დათანხმდება წინადადებას, რომელიც მათ გადაეცა, როგორც ისრ...
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთი ათი წლის წინ დატოვა, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის აღძრან „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევის ბრალდებით. როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყება რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებ...
მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის - რესპუბლიკის მოედანზე ამ სახელწოდებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტი დაიწყო. შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. აქციის მიზანია დაეხმაროს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც სასამართლომ უსამართლოდ დააჯარიმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შესაძლო თავისუფლების აღკვეთის ან შინაპატიმრობის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში თქვა. კითხვაზე, შესაძლო სასჯელის შესახებ, რომელიც მას შეიძლება დააკისროს სასამართლომ, მათ შორის პატიმრობაც, ტრამპმ...
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე გაგრძელდება, ამიტომ ბერლინი გააძლიერებს საკუთარ თავდაცვას და დაეხმარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დაცვაში. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის პოლიტიკის „გარდამტეხი მომენტი“, რომელიც მან 2022 წელს გამოაცხადა, აუცილებელი ი...
შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია ზაფხულში ახალ სამმხრივ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინ...
პარიზში ეიფელის კოშკთან მიიტანეს ხუთი კუბო წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“. კუბოებს შემოხვეული ჰქონდა საფრანგეთის დროშები. მედიის ცნობით, ეიფელის კოშკთან კუბოები სამმა ადამიანმა დატოვა. ფურგონის მძღოლი, რომელმაც კიბოები მიიტანა, იქვე მახლობლად დააკავეს. მან პარიზის პოლიციას განუც...
რუსეთში, კომის რეგიონში, „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხანძარი უხტის საწარმოს მოედო რუსული მედია წერს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურად, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ "არიან დაღუპულები და დაშავებულები". გამ...
ევროპასა და ევროპულ ღირებულებაზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც ვერ აუტანია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და არა უმცირესობა. ამას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საკ...
შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით პარტნიორებთან, ამას სჭირდება დიალოგი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან აქვს სტრატეგიული პარტნიორ...
პარტია ემზადება არჩევნებისთვის, რათა დამაჯერებლად გაიმარჯვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა. „დავასრულე რეგიონული ტურნე. დღეს იყო მეათე შეხვედრ...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვერ გამოჩნდებოდა ისეთ ღონისძიებებზე, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, პროტოკოლის მიხედვით არ ეკუთვნოდა დასწრება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე და გასვლითი ღონისძიებებისას ყოველთვის მზადაა, ...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია დიდი გაუგებრობაა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული. “ჩემი გადმოსახედიდან ეს ...