ყირგიზეთის პრეზიდენტი ყუმანბეკ ბაკიევი მზადაა ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა მშობლიურ სოფელში ჯალალ-აბადში მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, თუმცა რა პირობებით გეგმავს ბაკიევი დროებით მთავრობასთან შეხვედრას და მოლაპარაკებების გამართვას არ დაუკონკრეტებია...
სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე კვლევას ახორციელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის მიზნით საველე სამუშაოები უკვე ხორციელდება. კვლევა მიმდინარე წლის აპრილში ინფლაციის დონეს გამოავლენს. შედეგი 5 მაისს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, სტატისტ...
აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, სახელმწიფო კანცელარიაში, ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ვარშალომიძეს ვიცე-პრემიერი, სავარაუდოდ, გია ბარამიძე მიიღებს. ...
გალში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის საკითხს დააყენებს. ასევე განიხილება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსული კატარღების მიერ, ორი კვირის წინ, უკანონო შემოჭრის...
ინფორმაცია უკრაინაში იოსებ სტალინის ძეგლის აგების შესახებ შემაშფოთებელია. ამის შესახებ ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ტომას ჰამარბერგმა განაცხადა. "შესაძლოა, თქვან, რომ ყველას აქვს სიტყვის თავისუფლად გამოხატვის უფლება... მაგრამ ასეთი ინფორმაციები მეტად არადამამშვიდებელია", _ აღნიშნა ...
ტერმინი '"დიდი სამამულო ომი" უკრაინის სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბრუდება. ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი ტაბაჩნიკმა განაცხადა. წინა ხელისუფლებამ ეს ტერმინი სახელმძღვანელოებიდან ამოიღო და სახელწოდება "მეორე მსოფლიო ომი" დაამკვიდრა. ტაბაჩკინის თქმ...
"ეროვნული საბჭოს" ლიდერებიდან მოსკოვში ვიზიტისთვის კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური ემზადება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში განუცხადეს, თუმცა განმარტეს, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ამ დროისთვის უცნობია ისიც, გაემგზავრება თუ არა რუსეთის დედ...
დღეს, 13 აპრილს, პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება. პოლონეთში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ამჯერად სამშობლოში 16 ქართველს დააბრუნებენ. პოლონეთიდან ეს უკვე საქართველოს მოქალაქეების მესამე დეპორტაცია იქნება. ოფიციალური ვარშავის გადა...
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 9 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტეს, ბავშვის დაღუპვის მიზეზი მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმა გახდა. მიუხედავად დროულად დაწყებული მკურნალობისა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შესძლეს. ბავშვი თბილისის ინფექ...
ვაშინგტონში, დღეს ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ სამიტი გაიხსნება, რომელშიც 46 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება. სამიტის გახსნამდე მონაწილეებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში პირადად აშშ-ს პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება, სადაც...
40 წლის ასაკში მსახიობი ნიკო გომელაური გარდაიცვალა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, მსახიობი და პოეტი დღეს, გამთენიისას, საკუთარ სახლში დაიღუპა. ნიკო გომელაუი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული, რის გამოც ის ხანგრძლივად ავადმყოფობდა. როდის და სად დაკრძალავენ მს...
ქუთაისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, აღმაშენებლისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელის", BMW-სა და "რენოს" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. "რენოს" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოეკიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც მძღოლი და მის...
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მთავრობის წევრების ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაუშვეს. ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა ადოლფ ფოგ რასმუსენმა სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ალიანსი პოლონეთისა და პოლონელი ხალ...
დღეს, 13 აპრილს, 19:00 საათზე, ათონელის თეატრში გაიმართება კარელ ჩაპეკის პიესის "მაკროპულუსის საიდუმლო" პრემიერა. სპექტაკლი იდგმება კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პიესა მოგვითხრობს იდუმალებით მოცული ემანსიპირებული ავანტიურისტი მომღერალი ქალის - ემილია მარტის ისტორიას, რომელიც ყვე...
დღეს, 13 აპრილს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგინში ნიკარაგუის დელეგაციას ელოდებიან. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჟიოევზე დაყრდნობით იუწყება. ნიკარაგუის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი უხელმძღვანელებს. ჯიოევ...