დიდთოვლობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა ამ დროისთვის მოხსნილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის...
დღეს, 17 საათზე, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და პოლიგრაფისტთა ასოციაციის ორგანიზებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში (აღმაშენებლის გამზ. 164) გაიმართება ვახტანგ მე-6-ის სტამბის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების დაწყებამდე შენობის ფოიეში, ცოცხალი მუსიკის ფონზე, გაიხ...
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვიცე-პრემიერის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძემ მონაწილეობა უკვე მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 55-ე სესიის მუშაობაში. ამასთან, ის სიტყვით გამოვიდა ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზ...
კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ამის შესახებ კანადის ელჩმა საქართველოში მარკ ბეილიმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "კანადა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა ...
ქართული მხარე სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას რუსეთის მიერ ელოდება. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, მოზარდები არა მარიონეტული რეჟიმის მიერ, არამედ ს...
დღეს 16 ნოემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დიაბეტის საერთაშორისო დღე მე-17ჯერ აღინიშნება. მსოფლიო დიაბეტის დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს. ღონისძიებას ატარებს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია (IDF) და მისი წევრი ასოციაციები. ის აერთიანებს მსოფლიოს მილიონობით ადამიანს დიაბეტთან ბრ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დანერგვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო განათლების რეფორმირების საქმეში. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ეს რეფორა სტა...
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომამდგენლები კახეთში ბავშვთა უფლებებების მდგომარეობის გასაცნობად რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. „საერთაშორისო მისიას ძირითადად აინტერესებდა რა მდგომარეობაა კახეთში ძალადობის ...
კორსტანდარტ ბანკი წარმოადგენს ახალ საკრედიტო ბარათს NEXT, რომელიც საშუალებას მომხმარებელს მისცემს, ნებისმიერ დროს ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით. NEXT საკრედიტო ბარათის უპირატესობები პოს-ტერმინალით ანგარიშსწორებისას დახარჯული თანხის 1% მომხმარებელს უკან უბრუნდება; საპროცენტო განაკვეთი თვეში 2.4...
ძველი თბილისის რაიონში საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, საბანიძის № 8-ში მოხდა, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ საპატრულო და ს...
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი აცხადებს, რომ ირანის უფლება მშვიდობიანი ატომის წარმოების შესახებ, განხილვას არ ექვემდებარება. "ჩვენი არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირება მოახდინონ, რათა ირანელმა ხალხმა თავის ამ კანონიერ უფლებაზე უარი თქვას. ირანის უფლება მშვიდობიანი ატომის წარ...
ხვალ 17 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება რეგიონალური ვორქშოპი თემაზე, "როგორია მოსახლეობის ნდობა მართლმსაჯულების მიმართ". ვორქშოპი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება და მასში სამხრეთ-კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების 25-მდე წარმო...
ამ წუთებში, ავლაბრის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთში დაიწყება და მასზე ქვეყნის პირველი პირი ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების წარმოების აუცილებლობაზე ისევ ალაპარაკდა. როგორც უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებების ფაქტების გახშირების გამო დადგა. ...
ხვალ, 17 ნოემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წამომადგენლობითი პალატის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს 18 ნოემბერიდან დაიწყებენ და ვიზიტის ფარგლებში პირველად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან,...