მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა. სააგენტო ~ფრანს პრესის~ ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.92 აშშ დოლარით შემცირდა და 84.20 აშშ დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude Oil მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.42 აშშ დოლარ...
ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვალვ დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 1.7600 ლარი ეღირება, ხოლო დღეს ეს მაჩვენებლი 1.7521 ლარი ღირდა. შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით, 2.3415 ლარი იქნება, დღეს კი 2.3338 ლარი ღირდა. ...
მთავრობის პროგნოზი ეკონომიკის 5-პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით, ზედმეტად ოპტიმისტურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ლევან კალანდაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდა უნდა განაპირობებდეს. ეს პარამეტრები კი არც ისე დად...
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინის რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირში შესვლა შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინული პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "დღეისთვის რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირში ...
ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის დელეგაციის ოპოზიციური პარტიების წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატზე ოლგა გერასიმიუკზე დაყრდნობ...
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დიდუბის რაიონში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დიდუბეში "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, რაიონში არსებობს დაბინძურებული თხრილი, რომელიც მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხეს უქმნის. შესაბამისი საპროტესტო განცხადება "ქრისტიან-დემოკრატებმა" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გ...
შოთა არველაძე მომავალი სეზონიდან თურქულ "ქაისერისპორს" გაწვრთნის. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად ჰოლანდიური "ალკმაარის" მთავარი მწვრთნელის დიკ ადვოკაატის თანაშემწედ მუშაობს, მომავალი სეზონიდან კი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში გააგრძელებს. სეზონის ბოლოს...
უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი ოლეს დონი პარლამენტში მომხდარი არეულობის დროს ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" იუწყება. მათი ინფორმაციით, დეპუტატს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. როგორც უკრაინული ოპოზიცია აღნიშნავს...
ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაფართოებას ემხრობა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2010 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ევროკა...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანის ფაქტზე ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს იური ლომიძე და კასიონ ჩიქვინიძე, რომლ...
ბერლინი მხარს უჭერს საბერძნეთის ეკონომიკის დახმარების გეგმას, თუ საბერძნეთი რიგ ხისტ პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ ~ბიბისის~ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია მზადაა ევროპული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამო...
ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ოზურგეთის რაიონში კენჭს ილია კალანდაძე, გურჯაანში - ზაზა ნაცვლიშვილი, თბილისში - ჩუღურეთის ოლქში კი ლევან როინიშვილი იყრიან. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კანდიდატების წ...
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს რუსთავში მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა რუსთავის მოსახლეობას, ქალაქში მცხოვრებ დევნილებს და პრობაციონერებს უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო. ხათუნა კალმახელიძის და იურიდიული დახმარების სამსახურ...
ალიანსმა საქართველოსთვის" საბურთალოს რაიონის 1-ელ ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად თინა ხიდაშელი წარადგინა. წარდგენა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა და მას ირაკლი ალასანიასთან ერთად "ალიანსის" სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. თინა ხიდაშელმა საბურთალოს მოსახლეობას "ალიანსის" საარჩევნო პროგრა...
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ქვემო ქართლში იმყოფება. გილაურმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები წარადგინა. სიის პირველი ნომერი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი იქნება. მეორე ნომრად კი რუსთაველი მეწარმე ზაალ სანაია დასახელდა. რაც შეეხება რეგიონებს, გ...