ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ აროინმა ქვეყნის სამხრეთ პროვინცია მაგუინადანაოში, სადაც ორშაათს ასამდე შიარაღებულმა ბანდიტმა ტყვედ აყვანილი 40 ადამიანიდან 24 მოკლა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფილიპინების ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ იპოვის დამნაშავეებს და მათ მკაცრად დასჯის. ...
ყაბარდო- ბალყარეთის ჩეგემის რაიონში ნაპოვნია სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომლის თავმოჭრილი ცხედარი. ამის შესახებ რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ. ამ ეტაპზე არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობა. სამართალდამცავთა წარმომადგენლების განცხადებით, დაწყებულია გამოძ...
დღეს, 24 ნოემბერს, 17 : 00 საათზე, წერეთლის გამზირზე დიდუბის ეკლესიის გვერდით არასამთავრობო ორგანიზაცია ‘'დაიცავი სიცოხლის'', ლაშა ჩხარტიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის ორგანიზებით გაიმართება აქცია, რომელიც ეძღვნება ბუტა რობაქიძის მკვლელეობიდან 5 წლისთავს. როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს,...
გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც მე-9 საუკუნეშია აშენებული, ჭერი ჩამოექცა. როგორც სპეციალისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდა, ტაძარი მთლიანად დაინგრევა. ეკლესიის კედლები შუაზეა გახსნილ...
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, მას "არასდროს უთხოვია და არ ითხოვს სხვა სახელმწიფოებისგან სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას". "ეს არ არის ჩემი საქმე. ეს სხვა სახელმწიფოების საქმეა. არც საჯარო განზომილებაში, არც პირადი შეხვედრებისას არასდროს მითხოვია არც ბელორუსის ლიდერისთვის დ არც ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაბა ჯიშკარიანს, ირაკლი კორძაიას და დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისათვის სასამართლომ დაკავებულებს 500-500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. დაკავებულები ჯარიმის გადახდი...
რუსეთში აშშ-ს ელჩი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონი საქართველოს იარაღით ამარაგებს. ამის შესახებ ჯონ ბაიერლიმ "როსიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი არ აწვდის და არც გეგმავს თბილისისთვის იარაღის მიწოდებას. კავკასიაში არ...
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. საქართველოს პრეზიდენტმა მისი ადმინისტრაციის პრეს-სპიკერად მანანა მანჯგალაძე ოფიც...
დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამეტის ბიუროს ე.წ. "პატრიოტული აქტი" _ "ანტიტერორისტული ღონისძიებების საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ" კანონპროექტი ოფიციალურად წარედგინება. კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის მიერ "...
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით დრეს, 24 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან აქცია გაიმართება. პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბუტა რობაქიძეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და ხელისუფლებას მისი მკვლელების დასჯისკენ ისევ მოუწოდებენ. შეგახსენე...
დღეს, 24 ნოემბერს, ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ფრედი მერკურის უკვდავსაყოფად ძეგლს დადგამენ. ძეგლის გახსნა მომღერლის გარდაცვალების დღეს იგეგმება. მერკურის ძეგლის დადგმა ქალაქის ფელტჰემის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ იგეგმება, სადაც მომღერალი 1964 წლის შემდეგ, ლონდონში ჩასვლისას ცხოვრობდა. ფრედ...
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო ...
დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება ...
დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები ეწვევიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ თავმჯდ...
დღეს, 24 ნოემბერს, პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს "ღირსების ულტიმატუმს" გადასცემენ. 23 ნოემბერს "თეთრებმა" ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან, "ღირსების ულტიმატუმზე~ ხელმოწერის ცერემონიალს გამართეს, რომელსაც ღია წერილთან ერთად საქართველ...