მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, მაგრამ ევროპის ვალთან დაკავშირებული კრიზისი ეკონომიკის ადგენის გზაზე ახალ დაბრკოლებებს ქმნის. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში. მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, 2010-2011 წლებში მსოფლიო მშპ 2,9-3,3 პროცენტით, 2-12 წელს კი _ 3,2-3,...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში 32 სარჩელის განხილვა მოხდა, აქედან 4 შემთხვევაში სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი, რადგან სარჩელი სასამართლოს არაუფლებამოსილი პირების მიერ ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა და პროცედურების დარღვევით წარედგინა, ხოლო ...
ჰააგის ტრიბუნალმა სერბეთის არმიის ორ ყოფილ ოფიცერს 1995 წელს სერებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების გენოციდში მონაწილეობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ საბრალდებო დასკვნა კიდევ ხუთი ბოსნიელი სერბის _ არმიის ოფიცრებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიტანა. ყველა მათგანი სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულა...
11 ივნისს, 20:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სანახაობათა მხატვრული გაფორმების სპეციალობის ბაკალავრთა ჯგუფის სადიპლომო ჩვენება გაიმართება. აღმოსავლურ თემაზე აგებული თეარალიზებული ჩვენება ასევე მოიცავს საღამოს კაბე...
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვაშაძემ უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "მინდა, მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს იმ განცხადებების გამო, რომლებიც საქართ...
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირი და სამოქალაქო საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში: ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის ასაშენებლად". კონფერენციას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერა...
ექსპერტთა განცხადებით, ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ავღანეთსა და ერაყში ჩატარებული სამხედრო ოპერაცეიბი გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეიარღებული ქმედებები, რომლებიც აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უწარმოებიათ. აშშ-ის კონგრესის საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკოსების კვლევის თანახ...
ოსი სეპარატისტები ოსურ ენასა და კულტურაზე ზრუნვას იწყებენ. კერძოდ, მზადდება სამი კანონპროექტი, რომელსაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთა შორისაა კანონპროექტები "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენის შესახებ", "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ" ...
11 ივნისს, 12:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" თამარ მეფის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" მართავს "USAID"-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "სამოქალაქო საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება" განხორციელების...
საქართველოში შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და პროგნოზირების ელექტრონული სისტემა შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იტალიის მთავრობის დაფინანსებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეხვე...
11 ივნისს, 17:00 საათზე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება. ფილმი ეხება 21 წლის ადვოკატ მარი იველაშვილს, რომელიც გორში 2008 წლის 3 ნოემბერს დააკავეს, ბრალი თაღლითობაში დასდეს და 7 წლით თავისუფლე...
სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივნის, ლუის აიალას მიწვევით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სტუმრის სტატუსითაა მიწვეული სოციალისტური ინტერნაციონალის შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11-12 ივნისს ერევანში გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ამ დრომდე სამინისტროში რაიმე სერიოზული სახის შენიშვნა არ შესულა. "ჯერჯერობით მხოლოდ კოსმეტიკურ ხასიათის შენიშვნებია შემოსული. თუმცა ბუნებრივია ახალი კოდექსის სამუშაო ვარიანტში ბევრი ხარვეზები იქნება გაპარუ...
"სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის შემდეგ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაჩქარებისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განიცხადა. მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯვითი ნაწილი საბ ბლოკად არის დ...