სამხრეთ და დასავლეთ მინესოტას ორმა ტორნადომ გაუაუარა. დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, აშშ-ის შტატ მინესოტაში ძლიერმა ქარიშხალმა და ტორნადომ სახლებსა და სხვადასხვა სახის შენობებს სახურავები გაახადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მსოფლიოში უფრო პოპულარულია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ვაშინგტონს კვლევითმა ცენტრმა "პიუ"-მ წარუდგინა. გამოკითხვა მსოფლიოს 22 ქვეყანაში მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეებში ჩატარდა. ...
24 ივნისს საქართველოს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრებიან. ბიზნესფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საინვესტიციო სააგენტოსა და ავსტრიის სავაჭრო ფედერაციულ პალატასთან პარტნიორობის ფარლებში იმართება. მისიის საქართველოში ვიზტის მიზანი ავსტრიულ და ქართულ კომპანიებს შორის საქმიანი კ...
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. ქალაქ ასისში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მთავრობების წევრების კონფერენცია გაიმართება, რომლის მუშაობაში გიორგი ბარამიძე მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას საფრანგეთის ევროპულ საქმე...
უზენაეს სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე ჰყავს. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტებზე, პრეზიდენტის წარდგინებით გიორგი შავლიაშვილი და პაატა ქათამაძე დაამტკიცა. გიორგი შავლიაშვილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობდა. იგი 2006 წელს აირჩიეს საქართველოს იუსტიციი...
პარლამენტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები ჩუღურეთში ანდრო ალავიძე, ოზურგეთში - გოჩა შანიძე და გურჯაანში - გიორგი ჩივიაშვილი პარლამენტის თანხმობით დეპუტატები არიან. მათ მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. ანდრო ალავიძის უფლებამოსილებას მხარი დაუჭ...
თბილისში პირველად საქმიანი ვიზიტით "კორპორაცია იდაკი"-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლბიც ქვეყანას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით ეწვივნენ. კორპორაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანი ოქტომბერში თბილისში კონცერტის დაგეგმვა და ქვეყანაში 200-300 იაპონელი ტურისტის ჩამ...
ონის რაიონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა. "ძლიერი წვიმის გამო გუშინ მეწყერი ონის შემოსასვლელთან საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. სპეციალური ტექნიკით გზა გაიწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, მე...
ჯანდაცვის პროგრამები სადაზღვევო პროგრამიდან დარჩენილი თანხით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილეს 2010 წლის ბიუჯეტში ცვლლებების შეტანის პროექტი. როგორც სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, იმ 215-მილიონიდან, რითაც იზრდ...
პურის მწარმოებლები პურის 5 თეთრით გაძვირებით იმუქრებიან. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირობას დებენ, რომ პური არ გაძვირდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, სოფლის მერნეობის სამინისტროში ფქვილის მწარმოებლები შეიკრიბეს და კვეზერელის უწყებამ მიიღო დაპირება, რომ ხორბლის ი...
ძლიერი წვიმის შედეგად თიანეთის რაიონის სოფელ შარახევში ჩამოწოლილი მეწყერი დღემდე აქტიურ ფაზაშია. რამდენიმე ოჯახი გაყვანილია დროებით საცხოვრებლებში. დანგრეულია დამხმარე ნაგებობები. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ერთი საცხოვრებელი სახლი. შარახევში ეს მეწყრის ჩამოწოლის მეორე შემთხვევაა. პირველად სტიქია 25 მ...
დღეიდან პატრიარქის მე-12 ნათლობისათვის რეგისტრაცია იწყება. საბუთები მსურველებმა სამი დღის განმავლობაში, 12:00-16:00 საათამდე ანჩისხატის ეზოში არსებულ ლაზარეს ცენტრში უნდა მიიტანონ. ნათლობა სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება. მას შემდეგ რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით ოჯა...
მოქალაქეები, რომლებმაც 1-ელ ივნისამდე ნებაყოფლობით განაცხადეს დოკუმენტების გაყალბების შესახებ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, საიდენტიფიკაციო მონაცემები უკვე ორი ათასამდე მოქალაქემ გამოასწორა. პირადობის მოწმობებში, პას...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ბრიუსელში შედგა მინისტრის პირველი ოფიციალური შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში შტეფან ფულესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის...
თბილისს ახალი ვიცე-მერი დავით ნინიძე ეყოლება. ამ თანამდებობაზე თბილისის მერი დავით ნინიძეს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს. დავით ნინიძე მანამდე მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მას უკვე აქვს მომავალი სამოქმედო გეგმები, მათ შორის პრიორიტეტი _ ძველი თბილისის აღორძინება და ისტორიული ძეგლებ...