პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "იმ სუფთა ფურცელზე, საიდანაც რიგი ქართველი პოლიტიკოსი რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული არ ფიგურირებს". "იმ სუფთა ფურცელზე, რომლითაც ჩვენი ღირსებააყრილი პოლიტიკოსები და რუსეთი ურთიერთობას იწყებენ, საქართველო, როგორც...
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს პატივს საქართველოში არასდროს არავინ მიაგებს. "ტელევიზიით ვნახეთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელიც რიხით ამტკიცებდა, რომ გუშინდელი რეპორტაჟით (ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული იმიტირებული "ქრონიკა") მისი პატივი და ღირსება შეილახა. მინდა ვთქვა...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" "უსიამოვნოს" უწოდებს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ რეპორტაჟი არსებულ ვითარებასთან "მაქსიმალურად მიახლოებული იყო". "რაც გუშინ ვიხილეთ არასასიამოვნო იყო და მიმაჩნია, რომ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მართალია, გაა...
ხვალ, 15 მარტს, 14 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრესამსახურიდან აცნობეს, რა ხარვეზებია სამომხმარებლო ბაზარზე და რამდენად ხშირად ირღვევა მომხარებელთა უფლებები – ამ თემაზე სპ...
"ალიანსი საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. "ალიანსი საქართველოსთვის" კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია "იმედზე" 13 მარტს გასული საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" ე.წ. იმიტაციას, რამაც საქართველოს მოსახლეობაში უმძიმესი სტრესი ...
ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ინტერნაციონალური პოეტური ალმანახის ნომერი ქართულ პოეზიას მიეძღვნა. ნომერი თემატურია, ქართულ პოეზიაში მითოლოგიური მოტივების ასახვას ეძღვნება და მასში სხვადასხვა თაობის ხუთი ქართველი პოეტის მიერ მითოლოგიურ თემაზე შექმნილი ლექსებია გამოქვეყნებული. ეს პოეტები არიან:...
"ქრისტიან-დემოკრატები" იმიტირებული "ქრონიკის" "ავადმყოფური იდეის" ავტორების გამოსავლენად გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვის თავშიც დაიბადა და შემდეგ განხორციელდა ეს ავადმყოფური იდეა. ასევე ვითხოვთ დაგეს ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ქვე...
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის აზრით, იმიტირებული "ქრონიკის" გამო საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობისგან "მკაფიო განმარტებები" უნდა მიიღოს. "მიმაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მკაფიო განმარტებები უნდა მიიღოს და მას შემდეგ, რაც განმარტებებს მიიღებს, ვიმსჯელოთ იმაზე, ვის დაეკი...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პავლე კუბლაშვილი "იმ პოლიტიკური ლიდერების ყიჟინას, რომელიც მათ იმიტირებული "ქრონიკის" ეთერში გასვლის შემდეგ დასცეს", "სამარცხვინოს" უწოდებს. "ძალიან სამარცხვინოა იმ პოლიტიკური ლიდერების ყიჟინა, რომელიც მათ დასცეს ამ გადაცემის შემდეგ, რადგან ესენი არიან ის ლიდერები, რომლებიც ასეთი სცე...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" "უპასუხისმგებლობად" აფასებს. "ეს იყო უპასუხისმგებლო რამ. აბსოლუტურად დაუშვებველია ადამიანის გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება. იმის მაგივრად, რომ მკაფიოდ ყოფილიყო მითითებული, რომ ეს იყო გამონაგონი და...
დღეს, 14 მარტს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დაიხურება. გამოფენაში მსოფლიოს ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ქართული ტურ-ოპერატორი კომპანიებიც მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილა ის ტურისტული პროდუქცია, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე არსებობს. ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისრებთან სიმ კალასთან (ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში), ანდრის პიებალგსთან (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგე...
გუშინ, იმედის ეთერში გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ჯიოევიც გამოეხმაურა და გადაცემას ბოდვა უწოდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. "ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით კომენტარი გავაკეთოთ რიგითი ტელევიზიის ბოდვაზე", - განაცხადა ჯიოევმა. შეგახსენებთ, რომ იმიტირებულ "ქრონიკაზე...
გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა "დიდი სისულელე უწოდა". ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ბაღაფშის განცხადებით, ასეთ სისულელეებზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. ე.წ. პრეზიდენტის აზრით გუშინდელ იმიტირებულ "ქრონიკაში" საქართველოს პრეზიდენტის ...
7 წლის ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ვიოლეტა კოსტავა, რომელსაც საყლაპავი მილის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა აღენიშნება, ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა მიერთებული. პაციენტის მშობლები შვილის თბილისში გადმოყვანას ითხოვს, რადგან ქუთაისში შესაბამისი ოპ...