16 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N50, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37%-ით, მაქსიმალური 9.45%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.45%-ით განისაზღვრa....
17 დეკემბერს, 12.00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ახალი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების გაშვებასთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. ...
დღეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისის მოსახლეობასთან ქალაქის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა არქივმა, ნოტარიუსთა პალატამ, ...
ქართული მხარე რუსეთის გენერალურ პროკურატურას მაიორ ევგენი ბორისოვის დაკავებას სთხოვს. შესაბამისი თხოვნა ოფიციალურმა თბილისმა ნოტის სახით მოსკოვს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით უკვე გადაუგზავნა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ნოტას ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც სასამართლოს დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობასა და დატაცებებში, როგორც ქურდი ციხეში უნდა იჯდეს. "მე უკვე მრავალჯერ გამომითქვამს ჩემი აზრი ამ საკითხზე, თუმცა თუკი თქვენ მიიჩნევთ, რომ მე...
საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე მოახდენს. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა ირაკლი ქავთარაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს საქ...
სარფის საბაჟოზე კონტრაბანდული საქონლის გადატანის ბრალდებით სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეფრემ კარაპეტიანი და ანდრონიკ გაზარიანი თურქეთიდან საქართველოში კილონახევარი ოქროს სამკაულების შემოტანას დეკლარირების გარეშე ცდილობდნენ. ნივთების საერთო ღირებულება 35 ათას დოლარამდეა. ...
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ტვინის სიკვდილის შესახებ განმარტება ემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც ტვინის სიკვდილი შესახებ განმარტება შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა. ტვინის სიკვდილი - თავის ტვინის და ზურგის ტვინის ზედა საგმენტების ფუნქც...
"ეროვნული საბჭო" კომპანია "სვაროვსკის" სასამართლოში უჩივის. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიზეზი კომპანიის მიერ მაღაზიებზე ქართულენოვანი წარწერის განთავსებაზე უარის თქმაა. "მაღაზიებზე ქართული წარწერების არარსებობა ერ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ვანო მერაბიშვილის, დიმიტრი შაშკინისა და კობა სუბელიანის უწყებების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილი საიდუმლოდ დარჩება. მათ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ვებგვერის www.opendata.ge წარმომადგენლებმა საიტის პრეზენტაციაზე აღნიშნეს. "...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გაეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებას სთხოვს. იგი მოუწოდებს გაეროს ხელი შეუწყოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის აღებული ვალდებულებების საერთაშორისო დონეზე გამყარებას. ყოველივე ამის შესახებ საუბარი წერილში რომელიც სერგეი ბაღაფშმა გაეროს გენერალურ მ...
სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექტრონული შეტყობინებით აცნობებენ. დღეს, ქალაქ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ...
წნორში, ქიზიყის ქუჩაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 5 სართულიანი საცხოვრებელი ბინის 70-მდე მაცხოვრებელი „სოკარ-ჯორჯია-გაზის" მოთხოვნას აპროტესტებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, კომპანია აბონენტებისგან მრიცხველების შეცვლას და ახალი მრიცხველების დამონტაჟებისთვის თითოეული მათგანისგან 140 ლარის გადახდას ითხოვს. ...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინჯია უკვე შეხვდა ბერნში არსებული ფედერალური საკრებულოს (პარლამენტი) რამდენიმე წარმომადგენელს. "ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და შვეიცარიას შ...
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, კავკასიელების მიმართ რუსი ეროვნების მოქალაქეების აგრესია იმითაა გამოწვეული, რომ ისინი ასიმილაციას არ დაექვემდებარნენ. "ბევრი ეთნიკური ჯგუფი გაუჩინარდა რუსულ მასაში, კავკასიელები კი ასეთ ასიმილაციას არ დაექვემდებარნენ და სწორედ ამის გამო იწვევენ ისინი რუსებში ან...