საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 6 მარტს აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი 7 მარტს დასრულდება
საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავიზო და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელ...
საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოში აწყობილი, ქართული სქემებით შექმნილი პირველი რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი იქვე გაეცნო ადგილობრივი წარმოების ახალ ტექნიკას და მის შესაძლებლობებს. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას ...
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება ავტომატურად, როგორც კი მოსკოვი ხელახლა აღიარებს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს , - ამის შესახებ საქარველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანის პოლიგონზე განაცხადა, სადაც ქართული ზალპური საარტილერიო სისტემის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, თუ რუსეთი მზად არის ა...
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პირობით ვადაზე ადრე 17 მსჯავრდებული დატოვებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს დასავლეთ და აღმოსავლეთ კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა განაცხადები განიხილეს და 17 განცხადება დააკმაყოფილეს. ე.წ. უდოს კომისიის სხდომები ყოველი თვის ბოლოს ტარდება. გასულ თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებ...
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სირიის ხელისუფლება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემატიურად ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ამბოხებულების შეიარაღება სირიაში არსებულ სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გუშინ უნდა გამოეწერათ თუმცა, ეს არ მოხდა. ჯიოევა თავს კვლავინდებურად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს. თავად ჯიოევას მეუღლე მელს ცხოვრებოვი აცხადებს, რომ...
რუსეთში დღეს "სიჩუმის დღეა" გამოცხადებული, ხვალ,4 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. "სიჩუმის დღე" ზუსტად შუაღამისას დაიწყო. ამ დღეს კანონით ყველა აგიტაცია აკრძალულია. ასეთი დღეები სხვა და სხვა ქვეყნის კანომდებლობითაა განსაზღვრული იმიტომ, რომ ხმის მიცემის წინ ამომრჩეველმა გ...
უკრაინის სახელმწიფო ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახური უკრაინული პროდუქციის ბელორუსში შეტანაზე, ბელორუსის მთავრობისგან წინააღმდეგობას არ გამორიცხავს. უწყების ინფორმაციით, ბელორუსული მხარის მოთხოვნით 2 მარტს, უკრაინისა და ბელორუსის შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე უკრაინუ...
"დემოკრატიული მოძრაობა " დედებს 3 მარტს ულოცავს. "დემოკრატიული მოძრაობა" ყველა დედას ულოცავს დედის დღეს. დედა ყველა ადამიანისათვის და განსაკუთრებით ქართველებისათვის აღმატებული ფენომენია. ჩვენთვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს, ყველაზე წმინდასა და საყვარელს, საუკუნეების მანძილზე ქა...
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ქუთაისს სტუმრობენ. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ლეილა ქვაჩაკიძის ოჯახს დედის დღე მიულოცეს. ქვაჩაკიძეების ხუთსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაშია. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ...
დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ -ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ. ზალპური ცეცხლის რეაქტი...
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში არ ჩანს თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა კომპრომისი. ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთის საგარეო უწყების ინიციატივაზე, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენის" ანალიტიკოსი გიორგი მოლოდინი. მოლოდინი აცხადებს, რომ რუსული ...
"მე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივალ და ვლადიმერ პუტინს მივცემ ხმას", ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიეძღვნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია...
მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. დღეიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე, ასევე დაიკეტა მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის...