ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის თავჯდომარის ადგილზე კონკურსი დღეიდან ოფიციალურად ცხადდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომისიამ პირველი სხდომა გამართა. ძირითად საკითხებზე მსჯელობდნენ მინისტრი, ბიზნესმენები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. "პირველ რიგში უნდა იყოს კარგი მენეჯერი. მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მენ...
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ხობის რაიონის, სოფელ გურიფულის მოსახლეობას შეხვდნენ. გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლმებს დაწვრილებით გაეცნენ. შეხვედრაზე აქცენტი სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაზე გაკეთდა და გიორგი თარგამაძე მოსახლეობას მცირე ბიზნესის წამოსაწყ...
წუხელ, ღამის ორ საათზე თბილისის შემოსასვლელთან ავარია მოხდა. სწრაფი სიჩქარით მომავალი "გოლფის" მარკის ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 2 მგზავრი იჯდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მჯდომმა მეორე მამაკაცმა სხეულის მ...
წუხელ გვიან ღამით, კახეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 15 წლის გიგა შეყილაძე კატასტროფის ცენტრმა იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ინტოქსიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით პაციენტმა ჭ...
მთავრობა "ყვარლის ღვინის მარნს" ყიდის. "ყვარლის ღვინის მარნის" გასხვისებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 17 ნოემბრისთვის დაგეგმილ აუქციონზე აპირებს. მარანს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო ობიექტის კრედიტორული დავალიანება - 71259.92 ლარი (02.11.2011 წლის მდგომარეობით); ...
სირიაში სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამხედროების მიერ ქალაქ ხომსზე მიტანილი იერიშის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქი ტანკებიდან იბომბებოდა. ხომსის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში მათთან ათობით დაჭრილი და დაღუპული შეიყვ...
რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად "მომდევნო კვირას გაფორმდება" განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ჟენევაში გააკეთა. "საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პ...
2012 წელს ხორბლის საერთაშორისო ფასი, მიუხედავად უხვი მოსავლისაა, მაინც საკმაოდ მაღალი იქნება, მიიჩნევენ FAO-ს ექსპერტები. მათი გათვლებით, 2011 წლის მოსავალი 2 მლრდ. 325 მლნ. ტონა იყო, რაც 2010 წლის მოსავალთან შედარებით 3,7%-ით მეტია. მიუხედავად მოსავლის ზრდიდა ექსპერტები ხორბალზე მაინც მაღალ ფასს პროგნოზირ...
დღეს, 6 ნოემბერს, რუსული კინოს ფესტივალს დახურავს რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "ელენა". ფესტივალი უკვე ორი წელია რაც თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში" იმართება. აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრემია "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ყოველწლიურად გ...
დღეს, 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, კლუბ „არსენალში"თემურ ყვითელაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკოსმა განუცხადა, ლექსის და მუსიკის ავტორი მარინა გოჩიტაშვილია, რომელიც საპატრიარქოს სტუდიაში ჩაიწერა. "მთელი ჩემი შემოქმედება თბილისზეა. ეს კლიპიც მასზეა. ლექსის და მუსიკის ავ...
დღეს, 6 ნოემბერს, ბაქოში, ქართული ხალხური ზღაპრის „წიქარა" მსოფლიო თეატრალური პრემიერა შედგება. საქართველოს თოჯინურ თეატრებს ბაქოს პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მულტი-პულტის თეატრი წარმოადგენს. მანამდე მულტი-პულტის თეატრალური დასი ინტენსიურ რეპეტიციებს გადის. მუსიკალური სპექტაკლი, რომელიც ქართ...
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად. ბი-ბი-სის ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, დაღუპულია 20 წლამდე პალესტინელი ახალგაზრდა. სავარაუდოდ, დაღუპული "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" სამხედრო ფრთის წარმომადგენელი იყო...
აშშ მიესალმება საქართველო- რუსეთის შეთანმხებას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. „აშშ მიესალმება განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები მივიდნენ...
ამერიკის კინომსახიობთა გილდიამ (SAG), ტელე და რადიო მსახიობთა ამერიკულმა ფედერაციამ გააკრიტიკა ინტერნეტსაიტი Internet Movie Database (IMDB) შემოქმედებითი პერსონალის დაბადების თარიღების გამოქვეყნების გამო. პროფკავშირების აზრით, ეს "ხელს უწყობს ასაკობრივ დისკრიმინაციას" და ხელს უშლის მსა...
პაკისტანის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბხუტოს მკვლელობაში ეჭვმიტანილ შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენა. პროკურორის განცხადებით მათ რიცხვში ხუთი ბოევიკი და ორი პოლიციელია. "ამ ადამიანებს ბრალად ედებათ შეთქმულების მომზადება და ასევე მკვლელობის ხელშეწყობა", _ განაცხადა მან...