"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი მარსელში შვედეთის ჯანდაცვის მინისტრს მარია ლარსონს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა განიხილეს. "შვედეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ჩვენ უკვე წლებია გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. დღეს ჯანდა...
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში წმინდა ნინოს ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ეკლესია გურჯაანი - ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ექვთიმემ აკურთხა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი XVII - XVIII საუკუნეებშია აშენებული. ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში მეურნეობის სა...
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, დონორების მიერ ბიუჯეტის დაფინანსების მაჩვენებელი 5 პროცენტით არის განსაზღვრული. გასულ წლებში კი ის უფრო მაღალი იყო. ეს განცხადება გვინდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა. "საგადასახადო შემოსუ...
თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს კინოთეატრ "ამირანში", ქეთი მაჭავარიანის ფილმის „მარილივით თეთრის" ჩვენება 21:00 საათზე მოეწყობა. ფილმის მთავარი გმირია ჭიათურელი ოფიციანტი ნანა, რომელიც ზღვის სანაპიროზე მუშაობს და ჭიათურაში კაფის გასახსნელად ფულს აგროვებს. მთავარი პერსონაჟებ...
დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას 48 წელი შეუსრულდებოდა. ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქარ...
საქართველოს რუმინეთსა და საბერძნეთში ახალი ელჩები ეყოლება. რუმინთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე იქნება, ხოლო საბერძნეთის რეპსუბლიკაში დავით ბაქრაძე. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ორივე ელჩის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა. ილია გიორგაძე 2009 წლიდან დღემდე არის ავსტ...
ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მოსწავლეებმა მდინარე ბაისუბნის ნაპირებზე საძვალე შენიშნეს, რომლის შესწავლის შემდეგაც გაირკვა, რომ სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 მე-2 საუკუნეებს განეკუთვნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამარხი სავარაუდოდ მებრძოლისაა, რადგან მასში რკინის შუბი და თიხის ჭურჭელია ნაპო...
მარსელში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერების ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძე დღეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორს ტიმ პოლენტის შეხვდა. როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს ურთი...
ქდმ-ს ლიდერები მარსელში შეხვედრებს განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს ჯოზეფ დოლს შეხვდნენ. როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე...
ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ვერ შეთანხმდნენ. ამჟამად, დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას ევროზონის 17 ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საკუთარი სურვილის საფუძველზე შეს...
საფრანგეთში მყოფი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მარსელში "ქრისტიან-დემოკრატების" IRI-ს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი თარგამაძემ და მაგდა ანიკაშვილმა ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტთან და ევრო...
დღეს, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ლიტერატურულ საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე - სახელოდებით "მშვიდობა ჩვენი უფლებაა" - მწერლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მწერლები საკუთარი შემოქმედებიდან მშვიდობის თემაზე შე...
დღეს, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრი"BLESSING" და თბილისის მერია აწყობენ საქველმოქმედო საახალწლო ზეიმს მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის (ჭავჭავაძის გამზ. 39). ბავშვები დაესწრებიან ინტეგრირებული სწავლების გაკვეთილებს და მონაწილეობას მიიღე...
დღეს, 9 დეკემბერს, სს "თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-2" გადაუდებელი სარემონტო სამუშაოს გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II; III; IV; V; VI; VII კვარტლების, ჯ...
დღეს, 9 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის სამეცნიერო პორტალის პრეზენტაცია გაიმართება . სამეცნიერო პორტალი IREX-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "თსუ-ის სამეცნიერო პორტალი" - ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევები...