ბულგარეთის საბაჟო სამსახურმა კოკაინის პარტია "დააკავა", რომელის ღირებულებაც 70 მლნ დოლარია. საბაჟოს წარმომადგენლის განმარტებით, 67 კილო კოკაინი მოსავლის ამღებ კომბაინში იყო ჩამალული, რომელიც არგენტინიდან ნიდერლანდების სამეფოში გადაჰქონდათ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დღეიდან პირველი ვიცე-პრემიერი ვიქტორ ზუბკოვი შეასრულებს. ეს განცხადება პრემიერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. "შესაბამის დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა", _ განაცხადა პესკოვმა. კანონმდებლობის თანახმად თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებე...
"იმელის" ყოფილ შენობაში "მილენიუმის" სასტუმრო განთავსდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაცია, აბუ დაბის შეიხ ნაიან მაბარაკ ალ ნაიანის მეთაურობით. ნაიან მაბარაკ ალ ნაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საემირო...
"მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებს ვიზიტით ეწვევიან ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, თანათავმჯდომარეები შეხვდებიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკების ...
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში ქსენოფობიურ ტენდენციებთან დაკავშირებით, გარკვეული ზომების მიღებას გემავს. როგორც მან სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს პარლამენტში შემაშფოთებელი ტენდენციები დამკვიდრდა, ეს ეხება ქსენოფობიურ და კრიმი...
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დროებითი 3-წლიანი ნორმა იქნება. ამის შესახებ საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ, შემაჯამებელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხათა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კონსტუტუციის გარდ...
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანია გეოდეზიის სფეროში სასწავლო პროგრამების, თანამედროვე მეთოდების გაცნობა და ამ სფეროში შვედეთის გამოცდილების გაზიარება. ვიზი...
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. "რაც შეეხება პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებით საგარეო სიახლეებს, პირველ რიგში საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პუტ...
საქართველოს მთავრობამ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება უნდა მისცეს ოპოზიციის აქტივისტებს, განაცხადა Amnesty International-მა დღეს. Amnesty International-მა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში ქალაქის ხელისუფლებამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა ხელი შეეშალა ოპოზიციის აქტი...
მოსკოვში კრემლის დიდ დარბაზში რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დაიწყო. ცერემონიალი 40 წუთს გაგრძელდება. ვლადიმერ პუტინის კორტეჟი კრემლში თეთრი სახლიდან უკვე გაიმგზავრა. იგი კრემლში სპასკის ჭიშკრიდან შევა, რომელთაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხსნიან. ინაუგურაცია, ცერემონ...
მიწისძვრის შედეგად კახის რაიონში სოფელ ალათემურის ქართული სკოლის შენობაც დაზიანდა. სკოლის დარბაზის კედლები დაიბზარა, სახურავიდან კი წყალი ჩავიდა. სოფელში პანიკის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ალათემურის საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ ოთარაშვილმა განუცხადა, რაიონის გა...
კრემლში ვლადიმერ პუტინის მესამე ინაუგურაციის ცერემონიალი დაიეყო. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში 2008 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეტანილი ცვლილებების თანახმად ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობას არა ოთხი, არამედ ექვსი წლით დაიკავებს. ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია კ...
ხვალ, 8 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიაღწევს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ამის მიზეზი სამი რის განმავლობაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმებია. მათივე ინფორმაციით, მდინარეებში წყლის დონის ...
10 მაისიდან კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში - 28 გრადუსამდე. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდ...
მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ მეშაბაშში, სადაც ჰერები ცხოვრობენ, ქართული სკოლის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეშაბაშის მაცხოვრებლებმა აცნობეს. ნგრევის დროს შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ. მეშაბაშის მაცხოვრებლების თქმით, ერთსართულიანი...