დღეს, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ბაქრაძე შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებე...
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მისული არიან სამართალდამცველები. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ხვალ, 22 დეკემბერს, 19:00 საათზე "როკ კლუბში" (რუსთაველის 28) ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და "Rock Club"-ი ღონისძიებას გამართავენ. წარმოდგენილი იქნება ორი თაობის პოეტების შემოქმედება. თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ მულტიმედია არტისტი და პოეტი გიორგი ბუნდოვანი. დამსწრე საზოგადოება მოისმენს...
მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ ლაზიკისთვის ახალი არქიტექტურული პროექტები შექმნან. ეს მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში გააჟღერა. პრეზიდენტმა ბათუმში თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია" ავტორთან ერთად მოინახულა. მისი თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობა მალე დაიწყება. ...
ახალი ქანდაკება თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზეც უნდა დაიდგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა. პრეზიდენტმა ბათუმში თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია" ავტორთან ერთად მოინახულა. მისი თქმით, ახალი ქანდაკება თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზეც უნდა დაიდგას და...
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან ცნობილი ქართველი ხელოვანის თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია" ავტორთან ერთად მოინახულა. 2005 წელს შექმნილი სკულპტურა, რომელიც პარიზისა და ვენეციის გამოფენებზე იყო წარმოდგენილი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დროის მუდმივი ცვალებადობის სიმბოლოა. ...
ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დვანში დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან დაკავებულების გაცვლაზე შეთანხმებდნენ. სეპარატისტები შეხვედრას "ნაყოფიერსა და შედეგიანს" უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე მათ 15 დაკავებულს გადასცემს, მაშინ, როდესაც ისინი სანაცვლოდ მხოლოდ 13 ქართველს...
ხვალ, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომიისის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომის მთავარი თემა იქნება "აფხაზეთის აღიარების უკანონობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზ...
ხვალ, 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში "საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების" წევრი, თემურ კენკებაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში". თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ დიდი ხანია მიმდინ...
შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. 2012 წლისთვის შემოსავლების სამსახური მეწარმეებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განმარტა, 2012 წლის გეგმებში შედის ფიქსირებული გადასახადის შემოღება, რომელიც ცალკეული ტიპის მეწარმეებისთვის...
ხვალ, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ბაქრაძე შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებე...
"სახალხო კრება" მადლობას უხდის სახალხო დამცველს 2011 წელს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოსთვის. "მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს იმ დახმარებისთვის, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გასწია 26 მაისის დილას და მის შემდგომ, "სახალხო კრების" დაკავებულ მომხრეთათვის. სახა...
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის კაფე-მაღაზია "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის #32) გაიმართება პაატა შამუგიას ახალი წიგნის "დაუჯდომელის" პრეზენტაცია (გამომცემლობა "სიესტა"). "დაუჯდომელი" ლექსებისა და პოემების კრებულია. სიტყვა "დაუჯდომელი" რელიგიურ საგალობელს ნიშნავს, რომელსაც სასულიერო პირები ფ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სოხუმში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კარასინის ვიზიტი აფხაზეთში სამუშაო ხასიათის იყო. "გრიგორი კარასინი აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, პარლამენტის თავმჯდომარ...
თურქეთის ქალაქ დიარბაქირში საგზაო ავარია მოხდა. სატვირთო მანქანა სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. შედეგად დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 24 ადამიანი.