59 წლის შენგელი შავლიაშვილმა ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე, ნაირა ჯიქურაშვილი ცემით მოკლა. დანაშაულს მცირეწლოვანი შვილიშვილიც შეესწრო. შემთხვევა გურჯაანში ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ ქმარი ცოლს ხშირად სცემდა. საქმეს კახეთის სამხარეო პოლიცია იძიებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ყატარში მოძრაობა "თალიბანთან" მოლაპარკებებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ-ორკ თაიმსი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ავღანეთში ომის დასამთავრებლად ზომების გატარება და ნდობის აღდგენა წარმოადგ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ საკუთარი "ინაუგურაცია" 10 თებერვალს დანიშნა. ამის შესახებ ჯიოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება "იანუგურაციის" ცერემონიალი. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტ...
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ვიქტორია აზარენკამ 6:3, 6:0 დაამარცხა მარია შარაპოვა და წლის პირველი სუპერ-ტურნირის მთავარ პრიზთან ერთად მსოფლიო რეიტინგში პირველობაც მოიპოვა. 22 წლის ბელარუსმა შანსი არ დაუტოვა ორი წლით უფროს და ბევრად უფრო ტიტულოვან რუსს, რომელსაც მანამდე სამი სლემ-ტურნირი მოეგო, მათ...
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა წალენჯიხაში. მაღალმთიან სოფლებში აქ თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. ნალექის გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი 2 ხაზი. დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 60 000-მდე ადამი...
ინგლისის ქალაქ შეფილდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში, ქართველმა ელენე გედევანიშვილმა საუკეთესო პირადი შედეგი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა. 22 წლის გედევანიშვილმა ბრინჯაო პირველად შარშანწინ მიიღო, როდესაც 164.54 ქულა მოაგროვა. მაშინ, ელენე იტალიელ კაროლინა კო...
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები სამდღიანი ვიზიტით ირანს ეწვივნენ. ისინი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართულებას შეისწავლიან. როგორც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იუკია ამანომ განაცხადა, ირანს მოუწევს მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. გენერალური დირექტორი იმდენოვნებს, რომ ყველა საკ...
რუსეთის საოკუპაციო 58-ე არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ეს სწორედ ის არმიაა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში "ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია ჩაატარა". არმიის ახალი ხელმძღვანელი ვლადიკავკაზში დანიშნეს. ეს გენერალ -მაიორი...
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე როკვილის ქართულ ეკლესიაში მივიდნენ და წირვას დაესწრნენ. მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან. გიორგი თარგამაძემ ქვეყანაში დ...
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალი უკრაინელ თანატოლებთან 0:2 დათმო და რვა გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. ფინალური მატჩი ძალიან მძიმე და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, და მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 48-ე და 78-ე გ...
ხვალ, 30 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მმართველი პარტიის პრესსამსახურუდან აცნობეს, მაჭავარიანი და წერეთელი ვაშინგტონში აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგე...
"დემოკრატიული მოძრაობა" აქციის მონაწილეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც პარტიის მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "დემოკრატიული მოძრაობა" აპროტესტებს სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოით...
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: "კატეგორიულად ვგმობთ დღეს რუსთველის გამზირზე ახალგაზრდების - დავით ფაცაციას, ჯაბა ჯიშკარიანის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების დაკავე...
რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის 7 მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილები. დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის - წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, და 173-ე მუხლის - პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - დარღვევა. მ...
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 27 იანვარს მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულიაა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ჩართულობა ...