მორიგი თავდასხმა ავღანეთში. ფარაჰის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა იერიში პოლიციის საგუსაგოზე მიიტანეს. შეტაკებისას 8 პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.
მასშტაბური საგზაო კატასტროფა ეგვიპტეში. ძლიერი ნისლის გამო შობრა-ბენჰას ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 24 მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
400-მდე ცნობილი ამერიკელი მილიარდერი კონგრესს თხოვნით მიმართავს, მდიდრებზე დაწესებული გადასახადები არ შეამცირონ. მიმართვას ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, დიზაინერი ეილინ ფიშერი, ინვესტორი სტივენ როკფელერი და სხვა ცნობილი სახეებიც უერთდებიან. „ამერიკული კომპანიების მოგება რეკორდულად მაღალია. ამ...
მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპეციალურ განცხადებაში საუბრობს. „დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრ...
„როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის“- ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას „მაუ...
13-17 ნოემბერს ქალაქ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრები იმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება. ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატები თანამ...
სამთავრობო ცვლილებების ეფექტურობის ინდიკატორი ბიუჯეტში მკაფიოდ შემცირებული ხარჯების წარმოდგენა იქნება - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გაცხადა. ,,ევროპული საქართველო ბიოროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს , ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია ,რომ ადმინისტრაციული და ...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მისივე შეფასებით, დროულია ოპტიმიზაცია დადებითი პროექტია. „დღეს პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა, პრაქტიკულად, გა...
„მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე პარტიულ ახლობლებზე და ნათესავებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%_ია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მილიარდზე მეტს იღებს დღე...
ქერმანშაჰის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 330-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2,5 ათასს აღწევს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 225 გარდაცვლილის შესახებ. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით ირან-ერაყის საზღვარზე მოხდა.
"ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს მუშაობა",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ჯეჯელავამ უნდა მიიღოს. „ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახუ...
„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძის კანდიდატურებ...
ვენესუელაში ლენინს ძეგლი დაუდგეს. ვლადიმერ ულიანოვის ბიუსტი კარაკასში ბოლივარის პროსპექტზე აღმართეს. მანამდე ვენესუელის დედაქალაქში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-100 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც დაესწრო.
განათლების ახალი მინისტრი ვერ აკონკრეტებს გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა. „ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური, ფუნდამენტური მიდგომა და ა...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განაცხადებით, ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მოახმარს. მისივე განმარტებით, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია. „მ...