„უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კონსულტაციებს გამართავენ უმცირესობის წარმომადგენლებთან კომისიის შემადგენლობაზე შეთანხმებისთვის.
"ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე. შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიმართება უკვე კომისიის პირველი სხდომა,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.