თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდეტტნის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სტუმრებს შორის ჯერ ერთ-ერთ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი გარეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს...
14 დეკემბერს 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისი ბანკის „ბიზნესდაჯილდოება 2018"-ის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. 6 გამარჯვებული ბიზნესი შემდეგ ნომინაციებში დასახელდება: წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპი, წლის ტურისტული ბიზნესი, წ...
რაჯ კაპურის დღეს 94 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი რანბირ რაჯ კაპური 1924 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. ის ცნობილია, როგორც „ინდური კინოს უდიდესი შოუმენი“ და მიიჩნევა ინდური კინოს ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან მსახიობად და რეჟისორად. მას აგრეთვე ინდური კი...
14 დეკემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, უმასპინძლებს დისკუსიას თემაზე: ჰაერის ხარისხის კუთხით საქარათველოში არსებული ძირითადი გამოწვევები - საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა. საუბარი შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპული პრაქტი...
14 დეკემბერისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6642 ლარია, ევროს 3.0308 ლარი.თურქული ლირის კურსი 0.4965 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.3713 ლარია.
კომპანია ,,ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარის ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. თბილისში მდებარე „ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მ...
დღეს სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ ...
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ დღეს შეეცვალა. შეგახსენებთ, აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. აბაზოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უმრავლესობა უკან გაიწვევს.მისი თქმით, ამის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში უკვე მიღებულია. „ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი...
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას" ახალი საწარმოს გახსნის ღონი...
ორი ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ფონზე მესამე ძალის გაჩენის შ...
რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მივდივარ, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია. „ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატი...
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” პროექტის განხორციელებას იწყებს. მსოფლიო ბანკის პროექტის (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა შეიქმნა. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს. GENIE პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების გრანტები ს...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის საშობაო მიღება გააუქმა. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება. ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, რადგან ტრამპი გამუდმებით ადანაშაულებდა ზოგიერთ მედიასაშუალებას, მისი მოღვაწეობის ნეგატიურად გაშუქებაში და მათ „ცრუ“ მედიას უწოდებდა. თეთრ სახლს ღონის...