ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში, ავტომობილი დაიწვა. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილი გადაადგილდებოდა, როდესაც ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი მანქანას მთლიანად მოედო და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს შემთხვევის შესწ...
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით. დამატებითი ავიარეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 6 აპრილი, პარასკევი: ნატახტარი-ამბროლაური - 17:00 საათი;ამბროლაური-ნატახტარი - 1...
ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მომზადდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ პირებს საქართველოში კომ...
მეოთხე დღეა, საბერძნეთის სასამართლოში ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ანგიოქირურგის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საბერძნეთიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ბრალდებული ექიმი აზრს არ იცვლის და დანაშაულს კვლავ არ აღიარებს. მედიკოსი სასამართლ...
ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან მსუბუქად დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი, ამერიკული რესტორანი Dunkin' Donuts-ი გაიხსნა. დღეიდან რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური სამზარეულოს 20-ზე მეტ დასახელების სხვადასხვა პროდუქტს შესთავაზებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ინდონეზიის აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით, სასტუმრო „Millennium Biltmore“-ში საქართველოს ბიზნეს-სექტორი ინდონეზიის ოფიციალურ მხარეს შეხვდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 23-მა ოფიციალურმა პირმა აღმოსავლ...
სახელმწიფომ ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით, 4 000 ევრო გადაუხადა. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია. თანხის გადახდით, ქართულმა სახელმწიფომ სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ...
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი ირლანდიური „ლოუ-კოსტერ“ Ryanair-ის მიერ ბორისპოლის აეროპორტში ოპერირების დაწყებაზე რისკებს ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს, რომელმაც მინისტრს ბორისპოლის აეროპორტის დირექტორის „შიშებთან“ დაკავშირებით კომენტარი სთხოვა...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ12-კმ31 წაღვერი-ანდეზიტის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 2017 წლის 23 ნოემბრიდან ინტენსიური თო...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მიღწეულ იქნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს და თითოეულ მოქალაქეს შეეხება. „დღეს ეს პრობლემა დგას და დგას, ძირითადად, რეგიონებში. ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებენ ბიზნესზე თავიანთი პრო...
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
4 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3912 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3929 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9364 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9418 ლარს შეადგ...
მარტში საცალო ქსელში საწვავი გაიაფდა. ფასის კლება დაფიქსირდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,09-2,24 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „ჰილტონში“ პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს „ბათუმი-ვროცლავი“ დაესწრო. ფორუმს აჭარაში ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრები, სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი და პოლონური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს აჭა...