საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. პრეზიდენტის რანგში...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი. კერძოდ: ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მარტში ეწვევა. წლის დასაწყისიდან საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.
ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. თავდაპირველად, მეზღვაურის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი სახლში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე მარშალის კუნძლების დროშის ქ...
თამაზ ჭილაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბი...
ბაადურ წულაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღ...
5 მარტს, 12:00 საათზე, ქარხანასთან თანამშრომლების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდება და პრესისთვის მიმდინარე დავაზე განცხადებას გააკეთებს. ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დავალიანების გა...
დავით უსუფაშვილს დღეს 51 წელი შეუსრულდა. ქართველი პოლიტიკოსი, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს. სტუდენობისას, 1990—1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის&n...
5 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6706 ლარია, ევროს 3.0274 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.4955 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.5332 ლარია.
ხვალ, 5 მარტს, 09:00 სთ-ზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე გახსნის სამუშაო შეხვედრას „Boosting Private Sector Development and Entrepreneurship in Afghanistan“. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველო...
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება", - ასე ეხმიანება გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან პროკურატურაში გამოკითხვისას გიო...
ბრიუსელში 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგ...
1-2 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საქართველო - თურქეთის საზღვარზე, თურქეთის მხრიდან სარფის ს...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეებს შეხვდა. შეხვედრას როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ. "დღეს ჩვენ შევხვდით საოჯახო სას...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული...