12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ...
12 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინება ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები: საქართველოს დამ...
12 მარტს, 17:00 საათზე კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტის „მდგომარეობებს შორის“პრეზენტაცია შედგება. მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი „მდგომარეობებს შორის“ კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 2018 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა. გამოფ...
12 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი N6 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვევიან (რუსთავში) და პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესების რეფორმაზე იმსჯელებენ, რის შემდე...
12 მარტს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის თქმით, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება. გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამა...
12 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავსმისამართი: ათონელის ქ. N 25
ავიაკომპანია Georgian Airways-ი 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას გამართავს, სადაც საქართველოში TAV-ის მმართველობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ავიაკომანიაში აცხადებენ, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ურბან ჯორჯი...
12 მარტისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6866 ლარია, ევროს 3.0214 ლარი.თურქული ლირის კურსი 0.4942 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.4910 ლარია.
თბილისში, დელისის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მალე სამართალდამცველებიც დაკითხავენ. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ახალგაზრდა გიორგი მღებრიშვილს უთვალთვალებდნენ და ცეცხლი მისი მისამართით მაშინ გახსნეს, როც...
სამთომოპოვებით მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს, ხოლო 34%-ით - 2016 წლის მონაცემებს - ეს მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. „საქსტატის“ ინფორმაციით, დამამუშავებელ მრეწველობაში 2018 წელს განხორციელ...
საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) საშუალებით ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშსწორება სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ. დღეს, ამ სისტემით ქართული კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქცია, პირველად განხორციელდა. ქლიარსთრიმი საქარ...
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ვიცე-თავმჯდომარეს ჯუდონგ კიმს შეხვდა. აღნიშნული პალატა კორეაში უძველესი და უმსხვილესია და აერთიანებს 73 რეგიონულ პალატასა და 100-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობ...
კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, - აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეხვედრაზე კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებე...
გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხვალ, 12 მარტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოს საფონდი ბირჟა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality) თბილისში უმასპინძლებენ. ყოველწლიური ღონის...