რა თქმა უნდა, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის რეგისტრაცია, ეს ჩვენი ნომრის — 5 ნომრის დაცვაა, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კი არა, ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ხალხი როცა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, თავისუფალ არჩევნებში სწორედ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას, — განაცხადა ...
ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგზე განაცხადა....
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმება. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მივესალმ...
გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის თემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალი საინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, ს...
არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს – ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც, – ამის შესახებ „...
გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,&...
აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრ...
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა მისი თქმით, ახალი შეზღუდვები ითვალისწინებს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას და ასევე „შავ სიაშ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) 20 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც საბერძნეთში, ქ. ათენში გაიმართა. ღონისძიებაში, რო...
ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არ დააყენებს...
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სასაშის თემის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ქვემო სვანეთის მხარეში დაცული ტერიტორი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დაა...
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო...
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტა...