საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა მას და დაღუპულთა ოჯახებს. "მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში...
ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი, - განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და იმ ვაკანტურ თანამდებობებს, რომლ...
ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები, პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე შეაჯამეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვ...
წარმოგიდგენთ კვირის ყველაზე გამორჩეულ და საინტეერსო კადრებს. სერფერი წყნარი ოკეანის ტალღებზე. კარდიფი, კალიფორნია Reuters ელექტრიკოსი საახალწლო ფოიერვერკის ცქერით ტკბება. შენსის პროვინცია, ჩინეთი Zuma ჯუჯა ქამელეონი პეინტონის ზოოპარკში. დიდი ბრიტანეთი Zuma სანტა კლაუსები მკვდარ ზღვაში ბანაობენ. ისრაელი Reuters ბავშვი პო...
"რუსთავის 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის შეურაცხყოფის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარდგენილიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. "ეს არ იყო კლოუნადა, ეს...
10 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.16 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რ...
საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გა...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის გზავნილი ტრამპმა კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის ჩონ ი იონის მეშვეობით გაუგზავნა. "რვა იანვარს კიმ ჩენ ინის დაბადების დღე იყო, პრეზიდენტმა ტრამპმა გადმომცა კეთილი ს...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საპროტესტო ნოტა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტს მოჰყვა, "საფუძვლების არარსებობის გამო" კიევს უკან დაუბრუნდა. "ეს ნოტა, პროტესტის საფუძვლების არარსებობის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინულ...
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა....
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ადამინის უფლებების დარღვევაში არიან მხილებულნი. იტყობინება Financial Times-ი. გამოცემის ცნობით, ლონდონი სანქციების ამოქმედებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ გეგმავს. სანქციები ითვალისწინებს უცხო ...
პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები შეაჯამეს და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინი...
პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირიც არის დადანაშაულებული. შესაბამისი დოკუმენტი პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა განთავსებული. "პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს გმობს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების...
„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, გავ...
ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair Holdings Plc-მა 2020 ფინანსური წლის მოგების პროგნოზი გაზარდა. ავიაკომპანიამ პროგნოზებს შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე გაკეთებული ჯავშნებისა და გაყიდვების შემდეგ გადახედა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Ryanair-ის ფინანსური წელი, რომელიც 2020 წლის 31 მარტს სრულდება, მოგება 950 მლნ...