თურქეთში ტერორისტების ავტობუსზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. შემთხვევა დიარბაქირში, დღეს, 6 საათზე მოხდა. სახელმწიფო მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა პარტიას, PKK-ს აკისრებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხა...
12 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ში...
ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რ...
მგზავრების მომსახურების ასოციაციამ (APEX) 2020 წლისთვის 5 და 4-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიებიდან მსოფლიოს გლობალურ რეიტინგში 5 ვარსკვლავს 4 ავიაკომპანია ფლობს, ხოლო 4 ვარსკვლავს 4 ავიაკომპანია. 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანი...
შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოყოფს 250-მილიონიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იუწყება Reuters-ი. აღნიშნულ თანხას უკრაინა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს აღმოსავლეთ უკრაინაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი უკრაინისთვის ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისი გუნდის საქმიამიანობის ძირითად პრინციპებს ასახელებს, ესენია საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა. "მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს ორი ვიცე-პრემიერი დაასახელა. გიორგი გახარიას განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე იმუშავებენ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ...
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მმართველი საბჭოს მესამ...
დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობის განახლებული შემადგენლობის სხდომა 10:საათზე გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.
13 სექტემბრისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9638 ლარია, ევროს 3.2670 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5153 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.6526 ლარია.
ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს. ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის, - ასე უპასუხა საზოგადოება “ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ხაზარაძე სააკაშილს მოუწოდებს, შეეშვას მისთვის შეურაცხყო...
საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს. მისი თქმით, პროპორციული არჩევნების ფონზე, ბევრი პატარ-პატარა მოთამაშე გაჩნდებ...
ამ კაცს ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ რაც შექმნა ქველმოქმედების გარეთ, ის სისტემა, არის მიუღებელი , - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას. მისი თქმით, ეს სისტემა არის ერთ კაცზე ჩა...
მსგავსი შეტევა, პირდაპირ მინდა გითხრათ, მე არ მქონია არც 90-იან წლებში, არ მქონია თუნდაც წინა ხელისუფლების ხელში, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას. “ჩვენ ვიცით ის ტერორი, სხვა სი...