10 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა.
კორონავირუსის ვაქცინა, რომლის შექმნაზეც ოქსფორდის უნივერსიტეტი იტალიურ კომპანია Irbm-თან ერთად მუშაობს, შესაძლოა მზად იყოს შემოდგომაზე ან ზამთრისთვის. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელმა ვალტერ რიჩარდიმ განაცხადა. &q...
სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელში მდებარ...
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეშელიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. გადაადგილების შეზღუდვა 12 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საზოგადოებრივი ტრან...
რუსეთის არმიამ უბრალოდ უნდა დატოვოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორები. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა ეუთო-ში, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა განაცხადა. იუწყება эхо кавказа. "ისინი [სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი] საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ, სანამ რუსული არმია არ შეიჭრებოდა, რომელმაც კონ...
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მეორე განყოფილების ხელმძღვანელმა ვადიმ პრიმაჩოკმა განაცხადა. საუბარია შიდა დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე სერგეი სემეჩკოს დანიშვნის გარ...
დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. &n...
2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ...
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას. იგი ერთობლივად ფინანსდება პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხებით KfW-სა და AFD-გან, ასევე გრანტით ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამის ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას. პროგრამის ორი მთავარი განს...
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებს. როგორც ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნისა და იმ ობიექტების ამუშავების მიუხედავად, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პარალიზებული იყო...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობ...
არ ვიცით, covid-19 კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დიდი იმე...
არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, ელოდება თუ არა, რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ. კალაძის თქმით, აქტივისტი მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მ...
ჩვენ ასჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა - არაპროგნოზირებადობა. ჩვენ სამუშაო დონეზე ყველაფერი გვაქვს მზად, საქართველო, თავის მხრივ, ყველაფრისთვის მზადაა, რომ მიიღოს მწვანე რეგიონებიდან ტურისტები, როგროც ჩვენ ვართ Covid-19-ისგან სუფთა ქვეყანა რადგან ვისწავლეთ და...
ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნ...