სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც...
მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც, სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან. ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მ...
28 წლის კაცმა, რომელმაც სოფელ მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარუდო დამნაშავემ, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. მკვლელობა წინასწარი მონაც...
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი. ...
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 963-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელე...
ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კ...
“რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საზღვრების გახსნის მიზანშეწონილობაზე ს...
„არ გვინდა პოპულიზმი ამ თემაზე. მჯერა, რომ მეწარმეებისა და ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა, ვინც რეალურ რიცხვებს შეხედავს, თავადვე მივა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში....
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია წინანდალში სასტუმრო რედისონში არსებული ხანძრის შესახებ. ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამო...
წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენში" ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა და მალევე მოედო სართულს. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. იუწყებიან, რომ დამსვენებელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა. ხანძართან დაკავშირებით, ინ...
მცხეთაში მკვლელობა მოხდა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მათი ცნობით, მოკლულია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ...
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და აშშ-ის კონგრესს ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა. იუწყება ტელეკომპანია CNN-ი. ინფორმაციას სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრი, რობერტ მენენდესი ადასტურებს. "კო...
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი. მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია ინფიცირების მაჩვენებლის ყოველდღიური მკვეთრი მატებით. "მე არ ვფიქრობ...
ამ ვირუსის გავრცელება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე აჩვენებს ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა, - განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" მისი თქმით, რეგულარული ფრენები უნდა აღდგეს ყველა ქვეყანასთან, რადგან მსგავსი რეგულაციებით ვირუსის...
ეს არის ილუზია, რომ ვითომ ჩვენ საზღვრები გვაქვს ჩაკეტილი და ვიცავთ ქვეყანას რომ ვირუსი არ შემოგვეპაროს. სისულელეა, ილუზიაში ვცხოვრობთ,-განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" მისი თქმით, ვირუსი არსებობს ამ ქვეყანაში და ჩვეულებრივად ვრცელდება საქართველ...