ცნობილი ხდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის სახელწოდება. გავრცელებული ინფორმაციით პარტიას "საქართველოსთვის" ერქმევა. ხოლო პარტიის პრეზენტაცია "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო დარბაზში, 29 მაისს 17 საათზე გაიმართება.
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. "ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი...
29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში გამარჯვებული წერილების ავტორების გამოვლენისა და დაჯილდოვების ღონისძიება. ...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პირადად მისთვის მოუნელებელია, რაც გიორგი გახარიამ 20 ივნისს ჩაიდინა. მისივე თქმით, გახარიას პარტიას ექნება თუ არა პერსპექტივა, ეს ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება. "ჩემთვის, პირადად არის მოუნელებელი ის, რაც მან ჩაიდინა ...
ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან, აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა შეგვიძლია, რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ, რა არის სუ...
თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მის სასარგებლოდ დასრულდ...
დისკუსია - უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი! - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერს. „უნდა ავაშენოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ევროპული სტანდარტით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გ...
დღეს, 28 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, კანონმდებლობა, კონსტიტუცია და მიშელის დოკუმენტი მიგვანიშნებს იმას, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ახლა პარლამენტში, აცხადებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, უნდა დავამტკიცოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა...
29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29...
აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისა...
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია, - მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. როგორც პატრიარქმა განაცხადა, სამშობლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგო...
ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. როგორც მთ...
ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთე...