"მე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ქვეყანას ახალი გზა სჭირდება, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და საბოლოოდ ვი...
"ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა. გი...
Galt & Taggart-მა წარმატებით განათავსა საქართველოს სალიზინგო კომპანია-ის კომპანიის, 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს, 2 წლიანი ობლიგაციები. საქართველოში, ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება, ამ მოცულობითა და ვადით პირველად მოხდა. დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ელჩს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბ...
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე საპატრიარქო პასუხისმგებელი არ არის და თუკი ცალკეული სასულიერო პირებისგან გამოიკვეთება მოწოდება ძალადობისკენ, მათ საპატრიარქოში დაიბარებენ. „ცალკეულ სასულიერო პირს, რომლი...
2021 წლის 13 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8....
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალ...
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია დ...
ყველა ნორმალურ ადამიანს აინტერესებს, ზუსტად გომელაურისა და ღარიბაშვილის პასუხები, რაც ხდება ქვეყანაში, აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობენ იმისთვის, რომ ის პასუხები მიიღონ, რაც ხალხს აინტერესებს &bdquo...
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარია მეცნიერის, სუმია სვიმინატანის განცხადებით, აქტიურად გაისმის ინფორმაცია ვაქცინების მესამე დოზის საჭიროების შესახებ. სვიმინატანის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა. "მსოფლიოში ახალი ტენდენცია გაჩნდა. ზ...
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის დელტა შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებას პროგნოზირებს. "დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში," - ამბობს გიორგი ფხაკ...
მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციებში პრემიერობის საერთო კანდიდატის და ალტერნატიული კაბინეტის წევრების შერჩევაზე საერთო პოზიცია არსებობს. როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, კონსულტაციები უნდობლობის პროცედურის დაწყებაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მიმდინარეობს. „როცა ხელისუფ...
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კუბის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობისგან და პატივი სცეს მათ უფლებას "თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი". "შეერთებული შტატები მოუწოდებს კუბის რეჟიმს, მოუსმინოს თავის ხალხს და ამ კრიტიკულ მომენტში, საკუთა...
საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522....
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათ...