„ოპოზიციამ უნდა აიღოს, თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებებთან დაკავშირებით თუ ასეთი აქვთ, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტის შენობაში, ჩაერთოს კომისიაში“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო ...
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში "ფორუმი" წარმოდგენილი იქნება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება". ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ბერლინალეს სრული პროგრამა ეტაპობრივად გასაჯაროვდება 11 თებ...
ნიკა მელიას მეათეხარისხოვანი შტაბი-ოთახის დაწვა "ქართული ოცნების" ინტერესებში შედიოდა? ის ამტკიცებს რომ ჩვენ დავუწვით ის შტაბი? ეგეთ სისულელეს არცერთი პარტია არ გააკეთებდა, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში. თალაკვაძის თქმით, მას კითხვ...
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი კაცი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში. როგორც მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა, ამ იდეის გახმოვანების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი "გუნდმა თავის აზრზე გადაიყვანა". ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიდრე მმართველი პარტია ჩათვლის რომ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებშია ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ეს ასეც დარჩება. ოპოზიციის მანდატების საკითხზე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა: "რატომ არ გავაუქმეთ მანდატები? იმიტო...
2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა დ...
არაბთა გაერთიანებული საემიროების ავტომატურმა პლანეტთაშორისო სადგურმა Al Amal-მა (იმედი) 500 მლნ კმ გადალახა და მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. იუწყება ქვეყნის კოსმოსური სააგენტო. მარსისკენ ფრენისას კოსმოსურ აპარატზე ჩართული იყო დამამუხრუჭებელი ძრავები, რომელთა მუშაობაც 27 წუთს გაგრძელდა, რათა შეენელებინა სიჩქარ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს მექრთამესა და კორუმპირებულს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილი ამ კომენტარით ეხმიანება იგორ დოლგოვის დღევანდელ განცხადებას, რომ "სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებ...
პერუში დაიწყო მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აიცრებიან პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიცინის მუშაკები, პოლიციელები და სამხედროები. ამ ეტაპზე, პერუში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით მიმ...
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მომხრეა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პირბადის გამოყენება სკოლაში დაწყებით კლასებშიც მოხდეს - ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და ხაზი გაუსვა პირბადის ტარების პოპულარიზაციაში როგორც სკოლების, ასევე ცნობილი ადამიანების მონაწილეობის მნიშვნე...
წარმოგიდგენთ კვირის ყველაზე გამორჩეულ და საინტერსო კადრებს. ირემი ლონდონის რიჩმონდის პარკში Chris Jackson/Getty Images წიწაკის მოსავლის აღება ინდორში, ინდოეთი EPA ნიჩბოსნები მზის ამოსვლისას იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკა EPA ვიზიტორთათვის სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის...
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შესთავაზებს. "ამ საკითხებს განვიხილავთ 22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი მარტის...
დღეს, 9 თებერვალს, მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, იზა ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. იზა ორჯონიკიძე 2010 წლის 9 თებერვალს, 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში. სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუა...
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან Europol, CEPOL და Frontex-თან თანამშრომლობის გაღრმავება, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაც...
ევროკავშირის ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის შრომითი უფლებების გაძლიერება – შრომის კოდექსში განხორციელდა არსებითი ცვლილებები, რომელიც დასაქმ...