გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში შუა ხნის მამაკაცს თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა. სოფელში ჰყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარე...
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა განაცხადა. იუწყება CNN. "ჩვენ ვაცნობეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ის, რაც ხდება ციხეში ნავალნისთან დაკა...
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 949 შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,&nbs...
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწე...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ბარამიძის განცხადებით, "ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება". &qu...
19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევრ...
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 19-22 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფი...
აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე ჯარისკაცი, "ქართული ლეგიონის" წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ინფორმაციას ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა , ბოლო რამდენიმე თვე მივ...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ წერს. "მორალურად გავძლიერდი - ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები", - წერს მელია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ახალი წინადადებები შესთავაზა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დოკუმენტის ქართულენოვან თარგმანს ავრცელებს. სამომავლო გზა საქართველოსთვის (არაოფიციალ...
მოსკოვმა ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ რუსეთიდან 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება 19 აპრილამდე მოსთხოვა. გუშინ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან გამაჩეკმა განაცხადა, რომ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18-მა თანამშრომელმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დ...
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი "პირველ არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი პარტიისთვის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღები არ არის და მისაღებია ის, რასაც "ქართულმა ოცნებამ" ხელი 16 აპრილს მოაწერა. ქადაგიშვილის განცხადებით, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტში არსებულ ჩანაწე...
2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია "ქართული ოცნება" 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგ...