18 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იწყება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი საგარეო-პო...
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 165 ჰ...
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრც...
მგონია, შეეცდება, რომ ბოლომდე არ გაშიშვლდეს, მაგრამ გააჩნია რას დაავალებენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული რას დაავალებენ. პირველ რიგში პოლიტიკური ფასი აღარ არის იმდენი, რამდენიც იყო, ამას მისი პარტნიორებიც ხედავენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების...
დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ინვესტორის ვიზების გაცემის პროგრამა (ე.წ. "ოქროს ვიზები"), რათა შეაჩეროს ქვეყანაში "ბინძური ფულის" შედინება უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის ფონზე. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა პრიტი პატელმა განაცხადა. "მე ნულოვანი მოთმინება მაქვს ჩვენი იმიგრაციუ...
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური თავმოყრის გამო, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება. შეხვედრა 18 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. კრემლის განცხადებით, პრეზიდენტები რუსეთ-ბელორუსიის სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების განმტკ...
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის მოთხოვნა, ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ, ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს. ტრასის თქმით, რუსეთის დუმის ეს მოთხოვნა ნათლად მეტყველებს სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებებ...
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კვლავ შენარჩუნებულია მინსკის შეთანხმებების მნიშვნელობა, მაგრამ ახლა მილიონობით უკრაინ...
მოვისმინე, თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს, რაც ტყუილია, 2006-2010 წლებშიც ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, თუმცა ინფლაცია პრაქტიკულად მ...
უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში, შეხების ხაზის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლი ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით. უ...
უკრაინამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი მიზნად ისახავს უსა...
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი ძალიან მაღალია და ეს შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლთან შეკრებილ რეპორტიორებს განუცხადა, ვიდრე ოჰაიოს შტატში გაემგზავრებოდა. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ რუსეთი ამზადებს &...
კრემლმა რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის მეთაურის მოადგილე, რანგით მეორე დიპლომატი გააძევა. იტყობინება ტელეკომპანია CNN. შეერთებული შტატები მოსკოვის ამ ნაჯიბს ვითარების ესკალაციად აღიქვამს. "შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა გააძევა შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილე, ბარტ...
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მე-11 ადგილი დაიკავა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად სპორტსმენმა 200.98 ქულა დააგროვა. გამარჯვება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა (255.95 ქულ...
უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რუსეთი რეგიონში სამხდრო ძალის გაზრდას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჯიმ ჰოკენჰალი და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელი (ანონიმურობის დაცვის პირობით) აცხადებენ. "ჩვენ არ გვინახავს მტკ...