შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და გმობს ძალადობას. “სათართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები დასაგმობია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არია...
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, გადაცემა "კვირის ინტერვიუს" წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა. ირაკლი აბსანძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავა.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, ოპერატორის გარდაცვალების გარემოებების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. განცხადებაში აღნიშნულია ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას და კიდევ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ ძალადობრივ...
წლებია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედია თუ აქტივისტური ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანა რამენაირად ამოაყირაონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „მათი სურვილია,...
ამ აქციებმა გამოააშკარავა, რომ არის მედია ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკური პროცესის ნაწილია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „ეს ალბათ, სიახლე არავისთვის არ არის, მაგრამ განსაკუთრებით, ეს არის ის სამი ტელევიზია და მათი ხე...
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებ...
"ყველამ იცის, რომ ერთ-ორ დღეში მიინავლება ასეთი ტიპის პროტესტი, "ქართული ოცნება" მშვიდად არის და ხდება რაღაც ემოციების ამოფრქვევა, რომელიც საბოლოო ჯამში, ნებისმიერ პროტესტს ანადგურებს", - აცხადებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩია. ...
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცი...
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისთან გადაინაცვლეს აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო". ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება. ...
თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს. მათივე ცნობით, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზ სამარღანიშვილის ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ის პოლიციიდან "ნარკოტიკების სისტემური მოხმარების გამო დაითხოვეს". "ეს ტიპაჟი, ჩვენ დროს გააგდეს პოლიცი...
აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება - ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან იმ მედიასაშუალების წარმომადგენლების სახელები და გვარები გააჟღერა, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქების დროს დაშავდნენ. როგორც ვახო სანაიამ გ...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განახლდა საპროტესტო აქცია, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 5-6 ივლისს თბილისში განხორციელებულ ძალადობას, გმობენ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას და პრემიერ-მინ...
მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ის, რაც ხდება "არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა". ზურა ხაჩიძე თავის ფეიბუქ მეგობრებს მიმართავს "პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამ...