გაერო თავის თანამშრომლებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვების "ომის/War" ან "შეჭრის/Invasion" გამოყენებას უკრძალავს. იტყობინება გამოცემა The Irish Times-ი. გაეროს თანამშრომლებს რუსეთის მეზობელ ქვეყანაში შეჭრის აღსაწერად, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ორი მილიონი უკრაინელ...
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. იტყობინება სააგენტოზე დაყრდნობით ტელეარხი Sky News. CIA-ს დირექტორის, უილიამ ბერნსის თქმით, 24 თებერვლიდან უკრაინაში 2000-დან 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. უილიამ ბერნსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რო...
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსული ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრნობით იტყობინება. ცოტა ხნის წინ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების გამოც...
ნატომ უნდა უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "ნატოს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი არ გ...
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მტერი ექვსი ქალაქის მიმართულებით იერიშს განაგრძობს, მაგრამ დიდ დანაკარგებს განიცდის. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც პრეზიდენტის ოფისის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მიე...
უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია Shell-ი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიის განცხადებით, რუსეთის ბაზარს ეტაპობრივად დატოვებს. თავდაპირველად, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და დაიხურება რუსეთში არსებული მო...
ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორ...
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკატერინე ტიკარაძე უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ხელმძღვანელობს, კერძოდ, ადრონუ...
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში, დაიწყო უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Passauer Neue Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გახსნა "სტრუქტურული გამოძიება". სააგენტო ...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინის მიმართ ერთობლივი მხარდაჭერის აუცილებლობა. ის ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. "ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი ჯერ კიდ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მასიური შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხდება საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირ...
გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად დაახლოებით, 7 400 კვადრატულ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლო...
ბოლო 12 დღეში უკრაინა 2 მილიონამდე ადამიანმა დატოვა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა. 7 მარტის მონაცემენებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 1.5 მილიონს შეადგენდა. Today the outflo...
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არ გააჩერებენ, მისი შემდეგი მსხვერპლი, შესაძლოა გახდნენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. იუწყება Politico. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსულ საფრთხეს, მოსკოვის მიმართ ბრიუსელის მრავალწლიანი...