2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება - ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხუციშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე 74 პროცენტიდან 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. „გასუ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოთარ შამუგიას თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ...
განაში მომაკვდინებელი ვირუსით, მარბურგის ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, ქვეყნის სამხრეთით, აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. განის ჯანდაცვის სისტემის მესვეურების განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტების სავარაუდო კონტაქტები, დაახლოებით 98 ად...
მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის საცალო გაყიდვების შვედური ბრენდი H&M, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს. კომპანიამ რუსეთში გაყიდვები ჯერ კიდევ 2 მარტს შეაჩერა. "საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, შექმნილ ვითარებაში რუსეთის ფედერაციაში ბიზნესის გაგრძელება შეუძლებლად მივიჩნიეთ", - ნ...
მიმდინარე წლის 16 ივლისს, „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია 2022 წლიდან, გამოსახულია სოხუმის, ფოთისა და ბათუმის შუქრე...
"ქართული ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი. "როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 18 ივლისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ და...
ესპანეთსა და პორტუგალიაში ანომალიური სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. იტყობინება "დოიჩე ველე" საინფორმაციო სააგენტო BNO News-ზე დაყრდნობით. სააგენტო AFP-ის ცნობით, 17 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზარდა. ქვეყნის აღმოსავლეთით დონ ბენიტოში რეკორდუ...
საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ხანძრის გაზრდილი რისკის შესახებ აფრთხილებს. "გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის ს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინან...
საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 15 ივლისს The New York Times-ის გამოცემა „The Big Ideas”-ის წარდგენა გაიმართა, რომელიც საქართველოში New York Times-ისა და ჟურნალ დიპლომატის ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა. ორენოვანი გამოცემა საქართვ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი გაათავისუფლა. ცნობილია, რომ ირინა ვენედიქტოვას ამ თანამდებობაზე, დროებით, მოადგილე ალექსეი სიმონენკო შეცვლის. როგორც ცნობილია, ბაკანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების დი...
ვდგავართ ფაქტის წინაშე, მსხვერპლშეწირვის წინაშე, ბიძინა ივანიშვილს უპირებენ, რომ შესწირონ მსხვერპლად, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „მოდით, გავყვეთ ფაქტებს. დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭირო არის, რომ იყოს გარკვე...
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელობაზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხური მედიის ცნობით, არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხ...
მოსკოვის ოლქის პოლიციამ "პერვი კანალის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავა. ინფორმაცია ჟურნალისტის ტელეგრამ არხზე ვრცელდება. როგორც იუწყებიან, პოლიციამ ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავა. 15 ივლისს მარინა ოვსიანიკოვამ მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს საპროტესტო პერფორმანსი გამართა....