თელავში, აგრარულ ბაზართან გარე მოვაჭრეებს საპატრულო პოლიციამ გარე ვაჭრობა აუკრძალა. "დღეს დილით საპატრულო პოლიცია მოვიდა და დაგვემუქრა, თუ სასწრაფოდ ვაჭრობას თავს არ დაანებებთ, საახალწლოდ 200 ლარიან "საჩუქარს", ჯარიმას მიიღებთო" - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენრთან საუბრისას გარე მოვაჭრე...
"ქრისტიან-დემოკრატები" შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის თურქეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, შემაშფოთებე...
სს "საქფეთქმრეწვი"-ს ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ დარსაველიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დარსაველიძე ქუთაისში, 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის გამო გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშა...
დონეცკის ოლქში დღეისათვის ძლიერი ყინვის შედეგად უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში მედიკოსებს გაყინვის გამო რეგიონის 61 მაცხოვრებელმა მიმართა. 55 მათგანი საავადმყოფოშია ...
საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის სათემო სახლი გახსნა. ახალი შენობის პირველ სართულზე სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საძინებელი ოთახები განთავსდება. სახლის მშენებლობა მთლიანად აშშ-მ დააფინანს...
სერბეთის პორეზიდენტმა ბორის ტადიჩმა და პრემიერ-მინისტრმა მირკო ცვეტკოვიჩმა ხელი მოაწერეს განაცხადს ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შესახებ. პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. ბორის ტადდიჩის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობაში გა...
მოსკოვში ქუთაისში "დიდების მემორიალის' აფეთქებას "სახელმწიფოებრივი დონის ვანდალიზმის" ფაქტს უწოდებენ. "ქუთაისში ბარბაროსულად ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მემორიალი. ამით საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი ვანდალიზმის აქტი განახორციელა და ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის გრძნობებს შეუ...
ვაშინგტონში დღეს ყველა ფედერალური დაწესებულება დაიხურა. ამის მიზეზი დედაქალაქში მოსული ძლიერი თოვლია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დღევანდელი დღისათვის პრესასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადადო. ამავე დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი შეხვედრების გრაფიკი არ შეცვალა. თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ი...
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტის `დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში~ ფარგლებში 19-20 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო `პრემიერ პალასში~ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სამუშაო ჯგუფმა სამისმართო სისტემის თაობაზე პირველადი ინფორმაცია და პრობ...
იოსებ სტალინის დაბადების 130 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები რუსეთის სახვადასხვა ქალაქში გაიმართება. კერძოდ, მოსკოვში კომუნისტური პარტიის წევრები კრემლის კედელთან არსებულ სტალინის სასაფლაოს გვირგვინებით შემკობას აპირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, დილიდან წითელ მოედანზე სტალინის დაბადების დღეს სოციალისტებიც აღნიშნ...
"ბათუმის კარიბჭე", - ასე ეწოდება ბათუმის ყველაზე მაღალ კომპლექსს რომელიც სანაპიროზე იახტ-კლუბთან აშენდება. 40-სართულიანი კომპლექსი ყველაზე მაღალი შენობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს შავი ზღვის სანაპიროზე. ცათამბჯენის მშენებლობა მომავალი წლის აპრილში დაიწყება და 2011 წელს დასრულდება. იგი რამდენიმე ათას...
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის შედეგად ზუგდიდის მრავალპროფილიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ორი შვილის დედა სამკურნალო დაწესებულებაში დაგვიანებით შეიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი კვირა მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ. ამას გარდა კიდევ ერთი მძიმე შემთხ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური დაკვირვება ხორციელდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. "ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიღებულია პრინციპული თანხმობა დაკვირვების ...
საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე დეპუტატმა პაპუნა დავითაიამ ჩაანაცვლა. აღნიშნული საკადრო გადაადგილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "პაპუნა დავითაია კულტურის სამინის...
სასჯელთაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე წუთის წინ ხათუნა კალმახელიძე წარადგინა. როგორც გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კალმახელიძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. უკვე რამდენიმე წელია კი საქართველოს საგარეო საქმეთა...