შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების ...
რუსეთი საქართველოს ტერორიზმში ადანაშაულებს. რუსეთის შს მინსტრის მოდგილის განცხადებით, საქართველოში არსებულ სამხედრო ბაზებზე უცხოელი ინსტრუქტორები ტეროტისტულ ჯგუფებს ამზადებენ, რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. არკადი ევდელევის თქმით, ვითარების დაძაბვა იგეგმება ისეთი რეგიონების მიმართუ...
საქართველოდან გაგზავნილ ტვირთს ჰაიტიში დღეს ჩაიტანენ. 48 დასახელების მედიკამენტსა და სხვა და სხვა სახის პირველადი დახმარების ნივთებს გვიან ღამემდე ტვირთავდნენ. საქართველოდან ჰაიტის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები დასახმარებლად 20 კაციანი შემადგენლობაც გაემგზავრა. ექიმებთან და შს საქმეთა სამინისტ...
დღეს, 15 იანვარს, 10:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გლდანის რაიონში, სასტუმრო "ბახტრიონში" ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს მოინახულებს და სახალხო დღესასწაულს "ბედობას" (კუჩხას) მიულოცავს. დღესვე გიორგი ბარამია რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებას ეწვევა და 7 დან ...
15 იანვარს 13:00 საათზე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე გახსნის. ხოლო კვლევის პრეზენტაციას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდ...
15 იანვარს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რეგიონალური ფორუმი "გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" დასრულდება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მანილაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად იმყოფება. რეგიონალურ ფორუმზე გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს პრეზენტა...
15 იანვარს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება _ გათავისუფლდნენ საქართველოს ციხეებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში გაიმართება და მისი ორგანიზატორები არიან _ "საქართველოს ...
15-19 იანვარს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ესტუმრება. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სახელმწიფო მინისტრი თურქეთის სახელმწიფო მინისტრს - ფარუკ ჩელიკს შეხვდება. შედგება შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ქართული წარმოშობი...
დღეს, 15 იანვარს, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას ვადამდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიიღებს. საკონსტიტუციო ცვლილებაზე შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ ბოლო სხდომა ორი დღის წინ გამართა. კომისიის რეკომენდაციით, კონსტიტუციის ერთჯერადად დამატებულ მუხლში ჩაიწერება...
დღეს, 15 იანვარს, პარლამენტი შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებს. კანონპროექტი პარლამენტში მთავრობის ინიციატივით 11 იანვარს შევიდა. მთავრობამ მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა. კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური - შემოსავლების სამსახური საჯ...
15-17 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი მიშელინ კალმი-რეი ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულ ვიზიტს კალმი-რეი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თამვჯდომარის რანგში განახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრე...
5 15 იანვარს, პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია დაინიშნა. 5 პლენარულ სხდომაზე მოხდება ცესკოს წევრობის ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების დამტკიცებაც. შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე 14 იანვარს კომისიის ოპოზიციონერი წევრების მი...
5 15 იანვარს ბერლინში საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული" იხსნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, "მწვანე კვირეული" სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამინისტროს ინფორმაციით, "მწვანე კვირეულის" გამოფენი...
15 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" (შავთელის ქ. 13) "უფლებადამაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი", არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო მანიფესტი" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავნ მრგვალ მაგიდას თემაზე - "უსაფრთხო და ხელსაყ...
15 იანვრიდან, თბილისის მერიის ინიციატივით, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. კურსების გავლის შესაძლებლობა 23 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დარეგისტრირდებიან...