დღეს, 18 იანვარს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ბანკის მენეჯმენტი 2010 წლის შედეგებს შეაჯამებს და საზოგადოებას 2011 წლის გეგმებს გააცნობს.
"43 მილიონი ლარი წმინდა მოგება; 369 მილიონი ლარით (33%) გაზრდილი სესხების პორტფელი; დეპოზიტების 38%-იანი (370 მილიონი ლარით) ზრდა;  30%-ით გაზრდილი აქტივები;  მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტები;  უპრეცედენტო შეღავათები სესხებზე; წლის ინოვაციური პროექტი, მყარი საერთაშორისო რეიტინგი, 800 000-მდე ლარი ქველმოქმედებაზე და წლის საუკეთესო ბანკის წოდება", - იტყობინება ბანკის პრესსამსახური.
ასეთი შედეგებით დაასრულა თიბისი ბანკმა გასული წელი და მყარი ფინანსური მდგომარეობითა და ახალი საერთაშორისო რეიტინგით შეხვდა ახალ, 2011 წელს.