ხვალ, 11 მარტს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთიდან დაბრუნდება. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში მან მოლაპარაკება გამართა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ე...
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც იგი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ბელგიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებზე განიხილება საქართველოს საშინაო და საგარეო პ...
ხვალ, 11 მარტს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები სამუშაო ვიზიტით სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იმავე დღეს, 11 მარტს, პიტერ სემნები მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ...
შიდა გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვალტერ კელინის მიერ მომზადებული ანგარიშით უკმაყოფილებას მოსკოვის გარდა ოსი სეპარატისტებიც გამოხატავენ. აღნიშნული ანგარიში კელინმა ცხინვალის რეგიონის მონახულების შემდეგ შეადგინა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომი...
საქართველოს პარლამენტში ევრონეტის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაცია იქმნება. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა. კერძოდ, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრით განისაზღვრა. დელეგაციის ძირით...
11 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში თავის იტალიელ კოლეგას, მინისტრ რობერტო მარონის შეხვდება. მინისტრები განიხილავენ პოლიციის თანამშრომლობასთან და პოლიციის ექსპერტების ტრენინგებთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შ...
დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს დენის კიფს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დიდი ბ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟოაო სუარესსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ემერიტუსს, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსა და მთიან ყარაბაღში, როლფ გორან ლენმარკერს შორის. ...
ხვალ, 11 მარტს, 12:00 საათზე, დიდი მცხეთის სახელმწიფო მუზეუმში საინფორმაციო-შემეცნებითი სივრცის პრეზენტაცია გაიმართება. 2010 წელს კულტრული მემკვდიერობის სააგენტო რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმუშავებს. ძეგლთა რეაბილიტაციის პარალელურად ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი მუზეუმ-ნაკრძალებში თანამედროვე, ინეგ...
"რუსეთი გამუდმებით ცდილობს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკანასკნელი განკარგულებაც. რუსეთის ნაბიჯები, რომელსაც იგი თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გასამართლებლად და საქართველოს ოკუპირ...
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ძლიერი ქარისგან წაქცეული ხე "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურს დაეცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც მუშაობენ. ბენზინგასამართი სადგური კლიენტების მომსახურებას განაგრძ...
თერჯოლის რაიონ სოფელ სიმონეთთან ადიდებულმა მდინარე ყვირილამ ხიდი წაიღო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ამ ხიდით 5 სოფლის 3 000 მოსახლე სამეურნეო სავარგულებში გადადიოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენელბის განცხადებით, ხიდის აღდგენითი სამუშაო უმოკლეს ვადებში დაიწყება.
ხვალ, 11 მარტს, სეპარატისტულ აფხაზეთში კერძო ვიზიტით მყოფი გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 11 მარტსვე, სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ...
"ლეიბორისტებმა" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ "ლეიბორისტებმა" პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე განაცხადეს. "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივნმა, სოსო შატბერაშვილმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი...
დღეს, 10 მარტს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 9 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 350 დღის დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 20 000 000 ლარი. მიღებული განაცხადები...