მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები 14 მაისის ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვნად დაეცა. სააგენტო 'როიტერის" ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.79 აშშ დოლარით შემცირდა და 71.61 აშშ დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი...
თბილისის შემოვლით რკინიგზას ქართულ-ჩინური კონსორციუმი ააშენებს, რომელშიც ქართული კომპანია ~ხიდმშენი~ შედის. კონსორციუმმა პროექტის განხორციელების უფლება საერთაშორისო ტენდერში მოიპოვა. მემორანდუმი რკინიგზასა და განმახორციელებელ კომპანიას შორის დღეს გაფორმდა. მშნებელობაზე საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან. თბილისის...
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები დღეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცვნენ. მათი მონაწილეობით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესფორუმი გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკური განვითარების მინისრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გახსნეს. ...
ადრიანო ჩელენტანომ, მშობლიური ქალაქის მილანის მერის არჩევნებზე, შესაძლოა, კენჭი იყაროს. მან საარჩევნო სლოგანიც მოიფიქრა: "მილანს ახალი ლამაზი სახე მივანიჭოთ". 72 წლის მომღერლისა და მსახიობის კანდიდატურა მისმა მეგობარმა, ცნობილმა მწერალმა მარიო კაპანიამ წამოაყენა. ჩელენტანოს მილანის რეფორმების შესახებ ი...
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ-ტაიპ ერდოღანი დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხიელ სააკაშვილს შეხვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. "თურქეთის პრემიერი ბათუმს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. დელეგაცია საკამოდ დ...
"რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას არანაირი საერთაშორისო დატვირთვა არ ექნება", - ამის შესახებ დრეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რუსეთი ყველაფერის აკეთებს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხ...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინა არასდროს აღიარებს. "უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი არასდროს დადგება. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და ის სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მ...
"იმ შემთხვევაში თუ რუსულ ჯარში საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების ფაქტი დადასტურდა შესაბამისი უწყებები მოსალოდნელი საფრთხის ანალიზს გააკეთებენ", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძე გან...
ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში წეროვანის საჯარო სკოლაში ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი სკოლის დარბაზში დევნილ ბავშვებს შეხვდენბიან. ჩატარდება ვიქტორინა - რა ვიცით ევროკავშ...
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრ მედვედევი, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა თან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჩაიყვანს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ უკრაინული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. რამზან კადიროვი მედვედევის თანმხლებ რუსული დელეგაციის შემადგენლობაშია ჩართული. ...
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საავიაციო მშენებლობის სფეროში ერთობლივი რუსულ-უკრაინული დაწესებულებების შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბარში გააკეთა. "შეიქმნება თუ არა ერთობლივი დაწესებულებები? მე ამას არ გამოვრიცხავ, მ...
რუსეთთან თანამშრომლობა ხელს არ შეუშლის უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბარში გააკეთა. "გულწრფელად გეტყვით, ეს ვერაფერს ხელს ვერ შეუშლის. იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ხალხი გადაწყვეს, რომ მათთვის ევროკავშირისკენ სწრაფვაა აუცილებელი ეს თქვენი არჩევანია. სინ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში უკანონოდ მყოფ ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ დროისთვის პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში 2000-მდე ქართველი იმყოფება, რომლებიც არალეგალურად გადავიდნე ქვეყ...
ტაილანდში არეულობისას დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, იზრდება დაჭრილთა რაოდენობაც და ის უკვე 400-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. "დაჭრილთაგან რამდენიმე ათეული უცხო ქვეყნების მოქალაქეა", - წერს სააგენტო. "ასოშეი...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ოფიაციალურ განმარტებას სთხოვს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა თბილისი მზად მოსკოვთან მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დასაწყებად. "ამ დღეებში თბილისში მყოფი პოლ...